რეზონანსი
14.03.2026

უნგრეთი უკრაინის კოლონია არ გახდება, ვოლოდიმირ ზელენსკი აქ სათავეში არ იქნება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა. ორბანის თქმით, უკრაინა ნავთობსადენ „დრუჟბით“ უნგრეთის შანტაჟს უკვე მეცხრამეტე დღეა, აგრძელებს.

„პრეზიდენტი ზელენსკი ნავთობსადენის დაკეტვას აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ იცის, ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის. ჩვენი ექსპერტები კიევში რამდენიმე დღეა, იმყოფებიან, მაგრამ მათ ჯერ კიდევ არ მიეცათ მილსადენის ნახვის უფლება“, - განაცხადა ორბანმა.

ორბანმა მოუწოდა უნგრელებს, მონაწილეობა მიიღონ სამშვიდობო მარში, რომელიც ხვალ ჩატარდება. ამასთან, როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მსოფლიო აშკარად ვერ ახერხებს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტით გამოწვეული ნავთობის კრიზისის დაძლევას და მხოლოდ იაფ რუსულ ნავთობს შეუძლია, ამის მოგვარება, თუმცა, მისი თქმით, ბრიუსელი კვლავ უარყოფს ამას.

„ამერიკელებმა უკვე მიიღეს ზომები და დაწყეს სანქციების მოხსნა. ევროკომისია და გერმანიის კანცლერი რუსულ ნავთობზე შეზღუდვებს ინარჩუნებენ“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×