რეზონანსი
14.03.2026

საქართველოში ქალები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. ბოლო კვლევით, დასტურდება, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლების 89% ღამით მარტო სიარულისას უსაფრთხოების ყველაზე მაღალ განცდას გამოხატავენ. 

ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სამართალწარმოების ხარისხის უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ანა ფაჩუაშვილმა შსს-ს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

„შედეგები დაკავშირებულია შსს-ს მიერ აქტიურად განხორციელებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგებთან. ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ, როგორც პრევენციულ, ასევე რეაგირების ღონისძიებებს იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მშვიდად იცხოვრონ ქვეყანაში. სწორედ უწყების მხრიდან განხორციელებული ღონისძიებების შედეგია, 2025 წელს რეგისტრირებული გახსნილი დანაშაულების მაჩვენებლებმა 70% მიაღწია“, - აცხადებს ანა ფაჩუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×