რეზონანსი
15.03.2026

მოკ­ლუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა ეკა კუ­პა­ტა­ძე მო­რიგ წერილს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ბოლო სა­სა­მარ­თლო სხდო­მის შე­სა­ხებ წერს, ასე­ვე სა­უბ­რობს ახალ დე­ტა­ლებ­ზე:

"არის ბევ­რი სი­ახ­ლე, ფა­რუ­ლი მო­სას­მე­ნე­ბი და­უ­ყე­ნე­ბი­ათ ყვე­ლას­თან, მათ შო­რის ცი­ხე­შიც, საქ­მე 30 ტო­მამ­დე შე­ივ­სო. თუმ­ცა, მე ჯერ ბოლო 5 ტომი არ მაქვს და მათ­ზე დღეს ვერ ვი­სა­უბ­რებ! მაგ­რამ, ყვე­ლა­ფე­რი არა­ფე­რია ჩემ­თვის მა­ნამ, სა­ნამ ნია იმ­ნა­ძე და გი­ორ­გი მა­ლა­ნია გა­რეთ არის!

რი­კა­ძის ად­ვო­კა­ტი, თი­თი­დან სიმ­წრით გა­მო­წო­ვილ უაზ­რო­ბებს იგო­ნებს. გა­აპ­რო­ტეს­ტა ოქ­ტომ­ბერ­ში რი­კა­ძის ტე­ლე­ფო­ნის ამო­ღე­ბის პრო­ცე­სის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა. მეც წა­გეშ­ვე­ლე­ბით, ბა­ტო­ნო და­ვით!(ხალ­ხმა იცის ეს კი­თხვე­ბი, თქვენ­თვის ვწერ!) იკი­თხეთ ერთი, გი­გას ტან­საც­მე­ლი 37 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ტომ არ გა­და­აგ­ზავ­ნეს ექ­სპერ­ტი­ზა­ზე-თქო? ან ქვა, რო­მე­ლიც ეკა კუ­პა­ტა­ძემ იპო­ვა 33 დღის შემ­დეგ, რა­ტომ შე­ი­ნა­ხეს 4 დღე-თქო? ან/და რა­ტომ არ უზ­რუნ­ველ­ყო პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღის (ქვის) დაც­ვა-თქო? ან იქ­ნებ, მაგ, რი­კა­ძის ტე­ლე­ფო­ნი­დან რამე ხომ არ წა­შა­ლეს-თქო??? ეს ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი, რა­ტომ არ გა­ჩხრი­კეთ, ეგ სად გა­გო­ნი­ლა-თქო??? პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა გი­გას ოპე­რა­ცი­ამ­დე სუ­რა­თი რომ გა­და­უ­ღო, რა­ტომ არ ჩადო საქ­მე­ში, ვიდ­რე ეკამ არ იყ­ვი­რა-თქო? კი­დევ რამ­დე­ნი კი­თხვაა იცით???

მე ვიცი კარ­გად, მე ჩა­მო­გი­წერთ!... თქვენ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ აი­ღეთ ეგ საქ­მე­ე­ბი ხელ­ში, მკვლე­ლის და­სა­ცა­ვად, ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ! მე 2 თვეა მაქვს, შვი­ლის ღირ­სე­ბის და­სა­ცა­ვად, მისი სიკ­ვდილ/სი­ცო­ცხლის სა­ნაც­ვლოდ!(აქ, ღირ­სე­ბაც, სიკ­ვდი­ლიც და სი­ცო­ცხლეც ჩვე­ნია და რა, რო­გორ, რის სა­ნაც­ვლოდ, მთლად მაგ­დენს შე­საძ­ლოა ვერც მიხ­ვდეთ, რად­გან თქვენ­ში ყვე­ლა­ფე­რი ფუ­ლით ფა­სობს!!!) ისე, რი­კა­ძე-გა­ბაშ­ვილ-ჩი­ქო­ვან-ნას­ყი­დაშ­ვი­ლებ­საც ჰკი­თხეთ ერთი, რა­ტომ მა­ნამ­დე არ ყვი­რო­დით იაგო ტა­ლა­ხა­ძის და ლუკა გამ­ყრე­ლი­ძის დარ­ღვე­ვებ­ზე, ეკა რომ გაჰ­კი­ო­და ქუ­ჩა­ში-თქო????თუ გინ­დათ, მა­გათ ნაც­ვლად მე გაგ­ცემთ პა­სუხს - მა­შინ ეგ პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი და რა­ი­ო­ნის მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი, გა­ბაშ­ვი­ლე­ბის და იმ­ნა­ძე­ე­ბის სცე­ნა­რით მოქ­მე­დებ­დნენ და ეგ ყვე­ლა­ფე­რი, შე­თან­ხმე­ბუ­ლად ხდე­ბო­და.

ბა­ტო­ნო და­ვით, საქ­მის მა­სა­ლე­ბი არ გი­ნა­ხავთ ალ­ბათ კარ­გად, თო­რემ მაგ აბ­სურ­დს არ იკი­თხავ­დით პრო­ცეს­ზე, რად­გან მა­სა­ლებ­ში არის ერთი ბომ­ბი!!! გა­ბაშ­ვი­ლი რომ და­ი­ჭი­რეს, სა­ვა­რა­უ­დოდ 1 სა­ათ­ში, ჩვენ­თან კლი­ნი­კა­ში მო­ვი­და მათი ახ­ლო­ბე­ლი. ალ­ბათ, ეგო­ნათ შვილს გავ­ყიდ­დი! მე გა­მო­ვი­ძა­ხე პატ­რუ­ლი. რო­გორც ამ კაცს ჩვე­ნე­ბა­ში უწე­რია, მას და­უ­რე­კა ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილ­მა, "პო­ლი­ცი­ი­დან შე­მა­ტყო­ბი­ნეს, პატ­რუ­ლია გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი და ახ­ლა­ვე წა­მო­დი მა­ქე­დანო. ახლა, როცა უკან აღარ იხევს პრო­კუ­რა­ტუ­რა და გა­აფ­თრე­ბუ­ლი იბ­რძვის, სხვა გზა აღარ დაგ­რჩათ, ისევ გამ­ყალ­ბებ­ლებს და­ე­რი­ეთ!!! ჯერ სად ხართ, ერ­თმა­ნეთ­საც მალე და­ჭამთ!!! ისე, ყვე­ლა ად­ვო­კატს, ერ­თად, მე მოგ­ცემთ ჯიგ­რულ რჩე­ვას! აუხ­სე­ნით მაგ აღ­ვი­რახ­სნილ მშობ­ლებს, რომ ციხე სა­ნა­ტო­რი­უ­მია მათი პირ­სის­ხლი­ა­ნი შვი­ლე­ბის­თვის და ურ­ჩი­ეთ, სწო­რად ბრძო­ლის უფ­ლე­ბა მოგ­ცენ!!! 

სა­ხალ­ხოდ ვაფრ­თხი­ლებ მკვლე­ლე­ბის მშობ­ლებს! არც გა­ბე­დოთ, თაღ­ლი­თუ­რად, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­წელ­ვა!!!მე ყვე­ლა­ფერს ვა­კონ­ტრო­ლებ! გა­აც­ნო­ბი­ე­რეთ, თქვენ მო­კა­ლით უდა­ნა­შა­უ­ლო, პა­ტი­ო­სა­ნი, ჯან­მრთე­ლი, გე­ნი­ო­სი ახალ­გაზ­რდა და მე ვარ მისი დედა!!!" - წერს ეკა კუ­პა­ტა­ძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×