რეზონანსი
15.03.2026

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზადაა ითანამშრომლოს უნგრეთის ნებისმიერ ლიდერთან, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოკავშირე არ იქნება.

მისი თქმით, უნგრეთის ამჟამინდელი მთავრობა უნგრეთის საზოგადოებაში ანტიუკრაინულ განწყობებს ავრცელებს.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ არ შეუძლია იმის თქმა, რა მოხდება, თუ უნგრეთის ხელმძღვანელობა შეიცვლება, მაგრამ მზადაა ითანამშრომლოს ნებისმიერ ლიდერთან, რომელიც პუტინის მოკავშირე არ იქნება.

„ჩვენ ვიმუშავებთ უნგრეთის ნებისმიერ ხელმძღვანელობასთან, უნგრეთში ნებისმიერ ადამიანთან, ვისაც სურს მუშაობა, მშვიდობიანად ცხოვრება უკრაინასთან, არ სურს დაბლოკოს ჩვენი გეოპოლიტიკური არჩევანი და სურს იყოს კარგი მეზობელი. მზად ვართ მეგობრულად ვიმუშაოთ, თუ ეს ადამიანი არ არის პუტინის მოკავშირე, აგრესორი სახელმწიფოს მოკავშირე", - განაცხადა ზელენსკიმ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×