
უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შენელდა და შესაძლოა კიევისთვის „კატასტროფად“ გადაიქცეს, - იტყობინება Financial Times-ი ოთხ ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით.
მათი თქმით, აშშ-ის პრიორიტეტი ახლა ირანის ომია და მოლაპარაკებების პროცესი „საფრთხის ზონაში“ მოექცა. „უკრაინასთან დაკავშირებული სამშვიდობო მოლაპარაკებები ქრება, რადგან ტრამპის ყურადღება ირანზე გადადის“, - აღნიშნავს გამოცემა.
ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა სიტუაციას ევროპისა და უკრაინისთვის „კატასტროფა“ უწოდა“.
FT-ის წყაროების თქმით, ნავთობის ფასების ზრდა მოსკოვის სასარგებლოდ მოქმედებს, ხოლო აშშ-ის უარი რუსეთის ნავთობის ინდუსტრიაზე ახალი შეზღუდვების დაწესებაზე რუსეთზე ზეწოლას კიდევ უფრო ამცირებს.
„აშშ-ის პრეზიდენტი აღარ არის ორიენტირებული ვლადიმერ პუტინზე ზეწოლაზე”, - ამბობენ ევროპელი ოფიციალური პირები. ამ ფონზე, მოლაპარაკებები ფაქტობრივად „ძალას კარგავს“ და ახალი რაუნდი ჯერ არ არის დაგეგმილი“, - ასკვნის ავტორი.
სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი 17-18 თებერვალს, ჟენევაში გაიმართა. მორიგი რაუნდი, რომელიც 5 მარტს აბუ-დაბიში უნდა ჩატარებულიყო, ირანზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების გამო გადაიდო, ახალი თარიღი და ადგილი კი ჯერჯერობით არ გამოცხადებულა.