
მარიამ ნაკანმა მამის შესახებ აქამდე უცნობი ამბავი გაამჟღავნა. ის ჰყვება შემთხვევაზე, როდესაც ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოქცეულმა მამამ საკუთარი შვილი იარაღის მუქარით გაიტაცა.
"გინდათ მწარე სიმართლე ჩემზე? მამაჩემი ფსიქიატრიულიდან გამოიქცა ერთხელ, მომაკითხა სადაც ვცხოვრობდი. კარი როცა გავუღე იარაღით იდგა, დედაჩემი არ ატანდა ჩემს თავს. მამა იძულებული გახდა იარაღი დაედო ჩემთვის და გავეტაცებინე. მეშინოდა, პატარა ვიყავი და ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა.
სულ ვგრძნობდი, რომ მამას ვუყვარდი, მაგრამ რატომ მომიტაცა არ ვიცოდი. მაღაზიაში როცა შევარდა საფეთქელთან მედო თოფი. გამყიდველს უკივლა, რომელ ქინდერსაც აირჩევს, ის მიეციო.
კვერცხში რა იდო არ ვიცოდი, მაგრამ მაგრად ვუჭერდი ხელს და თან ცრემლები მომდიოდა. სანამ გავხსნიდი მამა უკვე გადაყვანილი ჰყავდათ “საგიჟეთში.” როცა აბამდნენ, მამა გაშმაგებული თვალებით მიყურებდა და უზარმაზარი თვალებიდან კოსმიურ სიყვარულს მიგზავნიდა.
მისი ცრემლები ბოდიშის ნიშნად ქურთუკს უსველებდა. ძილის წინ ბალიშიდან ფრთხილად გამოვაცურე კოსმონავტი, რომელიც კვერცხში ამომივიდა და მას შემდეგ წლები ვუჭერდი მუშტს, სანამ მამას კიდევ ვნახავდი", - დაწერა მარი ნაკანმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე