რეზონანსი
15.03.2026

მა­რიამ ნაკანმა მა­მის შე­სა­ხებ აქამ­დე უც­ნო­ბი ამბავი გა­ამ­ჟღავ­ნა. ის ჰყვე­ბა შემ­თხვე­ვა­ზე, რო­დე­საც ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი კლი­ნი­კი­დან გა­მოქ­ცე­ულ­მა მა­მამ სა­კუ­თა­რი შვი­ლი ია­რა­ღის მუ­ქა­რით გა­ი­ტა­ცა.

"გინ­დათ მწა­რე სი­მარ­თლე ჩემ­ზე? მა­მა­ჩე­მი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი­დან გა­მო­იქ­ცა ერთხელ, მო­მა­კი­თხა სა­დაც ვცხოვ­რობ­დი. კარი როცა გა­ვუ­ღე ია­რა­ღით იდგა, დე­და­ჩე­მი არ ატან­და ჩემს თავს. მამა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ია­რა­ღი და­ე­დო ჩემ­თვის და გა­ვე­ტა­ცე­ბი­ნე. მე­ში­ნო­და, პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და ვერ ვი­აზ­რებ­დი რა ხდე­ბო­და.

სულ ვგრძნობ­დი, რომ მა­მას ვუყ­ვარ­დი, მაგ­რამ რა­ტომ მო­მი­ტა­ცა არ ვი­ცო­დი. მა­ღა­ზი­ა­ში როცა შე­ვარ­და სა­ფეთ­ქელ­თან მედო თოფი. გამ­ყიდ­ველს უკივ­ლა, რო­მელ ქინ­დერ­საც აირ­ჩევს, ის მი­ე­ციო.

კვერ­ცხში რა იდო არ ვი­ცო­დი, მაგ­რამ მაგ­რად ვუ­ჭერ­დი ხელს და თან ცრემ­ლე­ბი მომ­დი­ო­და. სა­ნამ გავ­ხსნი­დი მამა უკვე გა­დაყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­დათ “სა­გი­ჟეთ­ში.” როცა აბამ­დნენ, მამა გაშ­მა­გე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით მი­ყუ­რებ­და და უზარ­მა­ზა­რი თვა­ლე­ბი­დან კოს­მი­ურ სიყ­ვა­რულს მიგ­ზავ­ნი­და.

მისი ცრემ­ლე­ბი ბო­დი­შის ნიშ­ნად ქურ­თუკს უს­ვე­ლებ­და. ძი­ლის წინ ბა­ლი­ში­დან ფრთხი­ლად გა­მო­ვა­ცუ­რე კოს­მო­ნავ­ტი, რო­მე­ლიც კვერ­ცხში ამო­მი­ვი­და და მას შემ­დეგ წლე­ბი ვუ­ჭერ­დი მუშტს, სა­ნამ მა­მას კი­დევ ვნა­ხავ­დი", - დაწერა მარი ნაკანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×