
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ მედიაში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც უარყოფს და ხუმრობს მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ცნობებზე.
კაფეში გადაღებულ ვიდეოში ნეთანიაჰუ ყავას ყიდულობს და იუმორით პასუხობს მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაციას და ვიდეოს ასათაურებს:
„ამბობენ, რომ რა ვარ?", - რითაც პასუხობს გავრცელებული ინფორმაციას, რომ ის ირანის საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა.
„გსურთ თითებს დავითვლი", - აცხადებს ვიდეოში ნეთანიაჰუ, ხელებს წევს და თითებს ითვლის ორივე ხელზე.
სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი გარდაიცვალა და მისი ბოლო სატელევიზიო გამოჩენა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით იყო გენერირებული.