ნატალია ჯვარიძე
16.03.2026

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით რუსეთის ოლქების თავზე 145 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „ღამის განმავლობაში, 15 მარტს, მოსკოვის დროით 23:00 საათიდან 16 მარტს, მოსკოვის დროით დილის 8:00 საათამდე, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 145 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს და გაანადგურეს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველაზე მეტი - 53 დრონი - მოსკოვის ოლქში ჩამოაგდეს, მათ შორის 46 მოსკოვისკენ მიფრინავდა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ უკრაინის მიერ შეტევების გაზრდაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, რაც მეტ-ნაკლებად შედეგიანია.

„უკრაინის მხრიდან შეტევები მეტ-ნაკლებად შედეგიანი არის. მაგალითად, გუშინ დრონები იყო გაშვებული, მათ შორის მოსკოვის მიმართულებით და რაც უნდა ავღნიშნო არის ის, რომ უკრაინა უკვე თვითონ აწარმოებს დრონებს.

რუსეთში კი უკვე ბიუჯეტის დეფიციტია, დაახლოებით 44 მილიარდი დოლარის, რაც შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. ამიტომ რუსეთი იმ მოცულობის დრონებს ვეღარ აწარმოებს, რაც აქამდე იყო.

ამას დამატებული, ადრე ირანი აწვდიდა „შაჰედებს", მაგრამ ახლა თავად სჭირდებათ. ესეც რთული საკითხია მოსკოვისთვის. ამასთან, რუსეთში მოსახლეობის განწყობა ამ ომის მიმართ მკვეთრად შეცვლილია. ომის დაწყებისას ომის მომხრე დაახლოებით 80% იყო, ახლა კი 24%-მდე ჩამოვიდა. ეს ყველა ფაქტორი მოქმედებს იმაზე, რომ უკრაინა შეტევების ინტენსივობას ზრდის", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×