რეზონანსი
16.03.2026

არ ვაპირებთ გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონმდებლობის გადახედვას, გამომდინარე იქიდან, რომ კრიტიკა არ ეფუძნება არავითარ არგუმენტებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშში არის საკითხები, რომლებიც სიცრუეზეა დაფუძნებული.

„საქმე როცა ეხება არჩევნებში გამოვლენილ პრაქტიკულ ხარვეზებს, ამაზე, ბუნებრივია, მუდმივად უნდა გაგრძელდეს მუშაობა. რაც შეეხება გადაცდომების პრევენციას, ესეც არის ის, რაზეც მუდმივად უნდა ვიმუშაოთ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ. რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომლებიც დაფუძნებულია სიცრუეზე, მაგალითად, ტერმინი წამება გამოიყენება, როდესაც თავადვე აცხადებს ავტორი, რომ წამება არსად არ დაუდგენია. საუბარია იგივე კამიტზე და ა.შ. ამას არავითარი ფასი არ აქვს. რაც შეეხება კანომდებლობას გამჭვირვალობის შესახებ, ოჯახური ღირებულებების შესახებ, ბუნებრივია, აქაც არ ვაპირებთ კანონმდებლობის გადახედვას, გამომდინარე იქიდან, რომ კრიტიკა არ ეფუძნება არავითარ არგუმენტებს. საერთოდ არ არის ასეთი არგუმენტები წარმოდგენილი, იგივე ეხება სხვა პუნქტებსაც, მედიის სუბიექტურობას, შეკრების ნაწილში შემოღებულ რეგულაციებს და ა.შ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×