რეზონანსი
17.03.2026

„რუსთავი 2“-ის დებატების დროს ოპოზიციონერ ნიკა ობოლაძის კითხვის საპასუხოდ, არის თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი კორუმპირებული, საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ შემდეგი პასუხი გასცა:

"ამ ტერმინს არ გამოვიყენებ იმიტომ, რომ მე მაქვს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება... შეფასება გაკეთდა სასამართლოს მხრიდან და ეს არის ის სამართლებრივი შეფასება... ამ სიტყვას არ ვიტყვი... მე რომ ამ სიტყვას არ ვამბობ, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცა არ ვიცი... ამ სიტყვას ვერ ვამბობ კი არა, არ ვამბობ. განა ვერ ვამბობ, არ ვამბობ... ამ სიტყვას არ ვიტყვი, თორემ შეფასება გააკეთა სასამართლომ და ეს არის ყველაზე ნათელი. განა არ ვიცი რამე, პრინციპულად არ ვიტყვი მაგ სიტყვას... არც ლილუაშვილზე" - განაცხადა პრემიერმა. 

ობოლაძის რეპლიკაზე - "მაშინ რატომ ზის ეს ხალხი, გამოუშვით ციხიდან" - ირაკლი კობახიძე უპასუხა: 

"ლოგიკას არ უნდა აცდეთ. ის, რომ მე კონკრეტულ სიტყვას არ ვამბობ, არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არ უნდა იჯდეს. 

შეიძლება ადამიანი მკვლელობისთვის იხდიდეს სასჯელს, მაგრამ შეიძლება მე კონკრეტული მიზეზის გამო მკვლელი არ დავუძახო" - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×