
ირანის ხელისუფლება ადასტურებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი, ალი ლარიჯანი ლიკვიდირებულია.
ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესმა საბჭომ განაცხადა, რომ ლარიჯანი მოკლეს მის შვილთან, მორტეზასთან, ერთ-ერთ თანაშემწესთან და მცველთან ერთად.
ირანის არმიის მთავარსარდლის, გენერალ-მაიორ ამირ ჰატამის თქმით, ლარიჯანის სიკვდილის გამო შურს იძიებენ - "ირანის პასუხი „გადამწყვეტი და სამწუხარო იქნება“.
„ამ დიდებული მოწამის და სხვა მოწამეების სისხლის გამო შურისძიება მოხდება“, - აღნიშნა ჰატამიმ.
ირანის „ხატამ ალ-ანბიას“ ცენტრალური შტაბის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ალი აბდოლაჰიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის მხრიდან სიურპრიზებს უნდა დაელოდოს და რომ შეიარაღებული ძალების პასუხი „იმაზე უფრო დამანგრეველი იქნება, ვიდრე მტრის ქმედებები, ან წარმოსახვაა და რომ ეს გზა მის დანებებემადე გაგრძელდება.“