რეზონანსი
18.03.2026

ირანული მედიის თანახმად, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ ალი ლარიჯანის სიკვდილის საპასუხოდ თელ-ავივში ასზე მეტ სამიზნეს დაარტყა. 

გავრცელებული ცნობით, შეტევა განხორციელდა აგრესიის საპასუხოდ მიმდინარე ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება 4“-ის 61-ე ტალღის დროს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მტრული ობიექტების წინააღმდეგ გამოყენებული იყო მრავალქობინიანი „ხორამშაჰრ-4“ და „ყადრის“ რაკეტები, ასევე „ემად“ და „ხეიბარ შეკანის“ ტიპის ჭურვები.

„ამ ინტენსიური ელვისებური დარტყმების დროს „ხორამშაჰრ-4“-ისა და „ყადრის“ რაკეტებმა ოკუპირებული ტერიტორიების გულში ასზე მეტ სამხედრო და უსაფრთხოების სამიზნეს დაარტყა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×