
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული ამბობს, რომ უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მის დაბადების დღეს გარდაიცვალა. როგორც საპატრიარქოსთან სასულიერო პირმა მედიას განუცხადა, ეს იქნება მისთვის საჩუქარი პატრიარქისგან, რომ მათი სუფთა კავშირი გაგრძელდება.
„უიშვიათესი შინაგანი კულტურის მქონე და ძალიან დახვეწილი პიროვნება იყო. ჩემს დაბადების დღეს გარდაიცვალა. ძალიან ვუყვარდი მე, შვილივით ვყავდი. მეუბნებოდა ხოლმე, რომ ჩემი იმედი ხარო, პატარა რომ ვიყავი - 17, 18, 19 წლის. შემთვევითი მაინც არაფერი არ არის ქვეყნიერებაზე. ყოველ ჩემს დაბადების დღეს მის გარდაცვალებას - მოდი, ასე ვთქვათ, ეს მისი პერსონალური დახმარებაც არის ჩემთვის, რომ რაღაც სუფთა კავშირი, რომელიც იყო, გაგრძელდება. ყოველ ჩემს დაბადების დღეს პატრიარქის გარდაცვალების დღე იქნება, ეს მისი პერსონალური დახმარებაც არის ჩემთვის, რომ ჩვენი სუფთა კავშირი გაგრძელდება“, - ამბობს ზენონ იარაჯული.
დღეს უწმინდესის და უნეტარესის, საქართველოს პატრიარქის საპატრიარქოდან სამების ტაძარში გადასვენება მოხდება. როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ფეხით მსვლელობა 16.00 სთ-ზე დაიწყება.