რეზონანსი
18.03.2026

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საპატრიარქოდან გამოასვენეს.

უწმინდესის გამოსვენებას საპატრიარქოსთან ელოდებოდნენ სასულიერო პირები. ასევე ადგილზე შეკრებილია მრევლი.

ამ წუთებში საპატრიარქოდან სამების საპატრიარქო ტაძრისკენ ფეხით მსვლელობა მიმდინარეობს. უწმინდესის ცხედარს სწორედ სამებაში დაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

პატრიარქის გამოსვენებამდე საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა.

ასევე, გაიმართა სასულიერო პირებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისიის სხდომა, სადაც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს - პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვაა გამოცხადებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×