
ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე გლობალური თემებს ხშირად მიმოიხილავს. ამჯერად იგი ახალ წერილს აქვეყნებს, სადაც აშშ-ისრაელისა და ირანის საომარ მოქმედებებიდან წარმოქმნილ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებს ყურადღებას:
„ამასობაში დიდი ამბებია: ისრაელმა ქრისტიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ტაძარი - ,,აღდგომის ტაძარი” გაურკვეველი დროით დაკეტა.
მომლოცველებისთვის და საჯარო ლიტურგიებისთვის წვდომა რამდენად იქნება სააღდგომო დღეებში არავინ იცის.
თავად ,,All Israel News” წერს, რომ გასულ დღეებში მასშტაბური სარაკეტო იერიშების განხორციელების მიზნით ეკლესია დროებით დაიხურა მოახლოებული საფრთხის გამო.
ამის შესახებ ,,Keep Talking Greece”, აქვეყნებს სტატიას და ამბობს რომ ტაძრის დახურვა წმინდა დღესასწაულის შესახებ გავლენას იქონიებს.
გუშინ გვიან ღამით ირანის ისლამური გუშაგთა კორპუსის მხრიდან ასობით ბალისტუკური რაკეტა იყო გაშვებული ისრაელის მიმართულებით და რამდენიმე მათგანი ჩამოვარდა კიდეც. (ვიდეო კომენტარებში)
დღეს ირანული რაკეტის შემადგენელი ნაწილი ჰაიფას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასაც მოხვდა. (ვიდეო კომენტარებში)
როგორც ჩანს რთული, არც თუ ისე მარტივი იქნება ამ ომის შემდგომი დღეები“ , - დაწერა გიორგი ლობჯანიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე