რეზონანსი
20.03.2026

მხატვარ რუ­სუ­დან ფეტვი­აშ­ვი­ლის თქმით, ილია მე­ო­რე კაც­თმოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნი იყო, უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი ჰქონ­და, რაც მას გა­მო­არ­ჩევ­და. ხელოვანმა პატრიარქზე "პალიტრანიუსის" ეთერში ისაუბრა:

"ის იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ჰქონ­და ძა­ლი­ან დიდი სიმ­შვი­დე, ჰქონ­და ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლი. რო­დე­საც მეც­ნი­ე­რი მი­დი­ო­და მას­თან, მეც­ნი­ე­რულ თე­მებ­ზე ელა­პა­რა­კე­ბო­და. მი­დი­ო­და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რი­გი­თი პენ­სი­ო­ნე­რი, მუშა, ხე­ლო­სა­ნი, ყვე­ლას შე­ეძ­ლო მის­ვლა, გა­მო­ყო­ფი­ლი იყო დღე­ე­ბი და ყვე­ლას შე­ეძ­ლო გა­სა­უბ­რე­ბა. მე ანტრე­სორ­ში ვმუ­შა­ობ­დი სა­ხა­რე­ბა­ზე და მის დარ­ბაზ­ში რა ხდე­ბო­და, ჩემ­და­უ­ნე­ბუ­რად ყვე­ლა­ფე­რი მეს­მო­და, იმ დარ­ბაზ­ში ვი­ჯე­ქი მე თვი­თო­ნაც, რო­დე­საც ვმუ­შა­ობ­დი და ის იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლას თა­ვის ენა­ზე ესა­უბ­რე­ბო­და და არას­დროს თავს არ ამე­ტებ­და არა­ვის.

ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა არ ნიშ­ნავს, რომ გაქ­რა ეს ადა­მი­ა­ნი, გარ­და­იც­ვა­ლა, სხვა სივ­რცე­ში არ­სე­ბობს. მან ერთხელ თქვა, რო­დე­საც თქვენ გა­გი­ჭირ­დე­ბათ და მე აღარ ვიქ­ნე­ბი, გარ­და­ვიც­ვლე­ბი, თქვენ შე­გიძ­ლი­ათ მომ­მარ­თოთ ისე, რო­გორც ცო­ცხალს და თქვენს თხოვ­ნას შე­ვას­რუ­ლებ. 

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­პატ­რი­არ­ქო­ში დიდი ძვრე­ბი არ იქ­ნე­ბა. მთე­ლი მსოფ­ლიო იძ­ვრის, მი­წისძვრა­სა­ვი­თაა, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ და უწ­მინ­დე­სიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ბეწ­ვის ხიდ­ზე გა­ვივ­ლით“, - გა­ნა­ცხა­და რუ­სუ­დან ფეტვი­აშ­ვილ­მა.­

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×