რეზონანსი
20.03.2026

რამდენიმე დღის წინ სალომე გოგიაშვილი თემურ ებიტაშვილის პოდკასტის სტუმარი იყო. სალომემ პოდკასტის ფარგლებში უამრავ თემაზე ისაუბრა, მათ შორის, მეუღლესთან დაშორებაზე და მოდელ ლიკა შენგელიასაც შეეხო. ამ ყველაფრის საპასუხოდ, ცოტა ხნის წინ, ლიკა შენგელიამ სოციალურ ქსელში ახალი პოსტი გამოაქვეყნა. როგორც მოდელი ამბობს, ის აგრძელებს სასამართლო დავას და მასალებს ახალ მტკიცებულებას ურთავს.

"აი, როგორი გუნდი მყავს. გამთენიის ოთხი საათია და ახლა მომიტანეს. დილით ადრე უნდა დავურთო საბუთებს. ვნახოთ, ვისი დაბრუნება აჯობებს. ჩემს ოლიმპიურ მოთმინებას გისურვებ, გამოგადგებათ ჯგუფს. რაში ვხარჯავ ჩემს მოთმინებას და რესურს. ყველა სისხლის სამართლის დამნაშავე პასუხს აგებს. მთელი ჯგუფი, თქვენი ოპერატორიან, დამდგმელ-დირექტორიანად, ერთად.

პოდკასტში გადმოგდებული აქვს ენა. კლოუნი, ცირკი დამთავრდება მალე. სამართალი აუცილებლად აღდგება. არავის არ შერჩება ჩემზე თითის დაკარება, ჩემს პირად ცხოვრებაში ჩარევა და ის ცილისწამება, რაც დღემდე ჩემი ოჯახი წევრების მიმართ ხორციელდება. არსებობს ექსპერტიზა, არსებობს ფაქტები, არსებობს უფალი და ვარსებობ მე, ვისაც ვერაფერი შეაშინებს!

2 პოდკასტი ცოტაა, კიდევ 10 პოდკასტში მიდი და დაარწმუნე ხალხი შენს სიმართლეში, ისინი ვისაც სიბინძურის სჯერა. მე სასამართლოში გნახავ და გაჩვენებ მორიელს როგორ სრესენ მაღალი ქუსლით.

პოტენციური მკვლელის ადგილი ციხეშია. 4-დან 8 წლამდე გელოდება და კი გიყვარს რვა რიცხვი. ამოვიდა ყელში. ჩემი სიჩუმე ჩემი სისუსტე გგონიათ. ამიერიდან მიიღებ ყველაფერს, რაც დაიმსახურე", - წერს ლიკა შენგელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×