
მართლმადიდებელი ქრისტიანები ამ კვირაში მეორე პატრიარქს ემშვიდოებებიან. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი, რომელმაც დიდი ბრძოლა გასწია რუსეთის ეკლესიისგან გამოსაყოფად, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ გაავრცელა. პატრიარქი ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში იმყოფებოდა.
„დღეს ჩემს გულში, ისევე როგორც მრავალი უკრაინელის გულში, ღრმა მწუხარება და სევდაა, რადგან დღეს დასრულდა მისი უწმინდესობის, პატრიარქ ფილარეტის მიწიერი მოგზაურობა", - აღნიშნა მიტროპოლიტმა ეპიფანემ.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა მოუწოდა სრულიად უკრაინულ სამწყსოს, რომ გულითადი ლოცვა აღავლინონ გარდაცვლილი პატრიარქის, ფილარეტის სულის მოსახსენიებლად.
აღსანიშნავია, რომ ეპიფანემ რამდენიმე დღის წინ ვრცელი სამძიმრის წერილი გაავრცელა და საქართველოს ილია II -ის გარდაცვალება მიუსამძიმრა.
- კიევის საპატრიარქოს 1995 წლიდან ფილარეტი ხელძღვანელობდა. ის კანონიკურად არ აღიარა მსოფლიოს არცერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, მაგრამ უკრაინაში მორწმუნეთა მნიშვნელოვანი ნაწილი შეუერთდა.
მას შემდეგ, რაც 1991 წელს, უკრაინამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესია გაიხლიჩა. ფილარეტი, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან სრულ დამოუკიდებლობას (ავტოკეფალიას) ემხრობოდა, მოსკოვთან ერთიანობის მომხრეებმა მიტროპოლიტოპიდან გადააყენეს. მან მხარდამჭერებთან ერთად დააარსა ახალი - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (კიევის საპატრიარქო). ამის გამო მას რუსეთის ეკლესია სქიზმატიკოსად მოიხსენიებს.
კიევის საპატრიარქოს 1995 წლიდან პატრიარქი ფილარეტი ხელძღვანელობდა. ეს ეკლესია კანონიკურად არ აღიარა მსოფლიოს არცერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, მაგრამ უკრაინაში მორწმუნეთა მნიშვნელოვანი ნაწილი, თუმცა არა უმრავლესობა, შეუერთდა.
2018 წელს კი კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა. ახალი ეკლესიის წინამძღვრად ეპიფანე აირჩიეს. ფილარეტმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღო და განაცხადა, რომ კიევის საპატრიარქო არსებობას გააგრძელებდა. იურიდიულად ეს საეკლესიო სტრუქტურა ლიკვიდირებულად გამოცხადდა.
2018 წლის დეკემბერში კი უკრაინის ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ (ПЦУ) ფილარეტი თავის საპატიო პატრიარქად გამოაცხადა.