
მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომეოს I-მა, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ილია II-ის წესის აგების მსახურების დასრულების შემდეგ უწმინდესთან მეგობრობაზე, ილია მეორესა და მსოფლიოს საპატრიარქოს ურთიერთდამოკიდებულებაზე ისაუბრა.
„ვინახავთ კეთილ მოგონებებში განსვენებულ წმინდა ძმასთან ჩვენს სასიამოვნო და ნაყოფიერ ურთიერთობებს, თანამწირველობას, მართლმადიდებელ მწყემსმთავართა იმ შეკრებების ფარგლებში განხორციელებულ შეხვედრებს, რომელთაც ჩვენ სათანადო წესით პერიოდულად ვიწვევდით. განსაკუთრებით კი 2014 წლის მარტის შეკრებას, რომელიც ფანარში, მართლმადიდებლობის ზეიმის კვირას, დიდებული საპატრიარქო თანამსახურებით დაგვირგვინდა, ისევე, როგორც ჩვენი სხვა ძმური კავშირები და ურთიერთობები.
მისი უღრმესი პატივისცემა მსოფლიოს საპატრიარქოსადმი და ჩვენდამი, მრავალგვარად გამოხატული მისი ძმური სიყვარული სრულად იქნა დაფასებული. მას ჰქონდა ჩვენდამი განუყოფელი პატივისცემა, გულსავსე სიყვარული და გულწრფელი მეგობრობა, რის გამოც ჩვენს გარდაუვალ ვალდებულებად მივიჩნიეთ, მიუხედავად ჩვენგან არც თუ შორს მიმდინარე მრავალი, ცრემლისმომგვრელი ომით გამოწვეული სირთულეებისა, პირადად ჩამოვსულიყავით, რათა შეგვეერთებინა ჩვენი ცრემლი ადგილობრივი ეკლესიის შვილთა ცრემლთან, რათა ძმური სიყვარულის ყვავილებით დაგვეგვირგვინებინა და ყოველგვარი დიდებითა და პატივით დავკრძალოთ და უკანასკნელ გზაზე გავაცილოთ ღვთის რჩეული პიროვნება, ჩვენი ფრიად საყვარელი და პატივცემული ძმა და თანამწირველი, უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე", - აღნიშნა მსოფლიო პატრიარქმა.