
ირანი ახლო აღმოსავლეთის მთელ ინფრასტრუქტურაზე „შეუქცევადი" ზიანის მიყენებით დაიმუქრა, - ასე თეირანში დონალდ ტრამპის ულტიმატუმს უპასუხეს.
„რეგიონის მასშტაბით კრიტიკული, ასევე ენერგეტიკული და ნავთობის ინფრასტრუქტურა ლეგიტიმურ სამიზნეებად ჩაითვლება. ისინი სამუდამოდ განადგურდება, ხოლო ნავთობის ფასები ხანგრძლივი დროის განმავლობაში გააგრძელებს ზრდას", - დაწერა სოციალურ ქსელში X ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამედ-ბაღერ გალიბაფმა.
მანამდე დონალდ ტრამპმა ირანს ულტიმატუმი წაუყენა და მოითხოვა, რომ 48 საათის განმავლობაში ჰორმუზის სრულის გახსნა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-ის პრეზიდენტი ისლამური რესპუბლიკის ელექტროსადგურების განადგურებით დაიმუქრა.
„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში" (IRGC) საპასუხოდ განაცხადეს, რომ ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შემთხვევაში, „აშშ-ისა და რეჟიმის ყველა ენერგეტიკული ობიექტი რეგიონში სამიზნე გახდება".