|

„ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პატრიარქის დაკრძალვის ერთ-ერთ ემოციურ ეპიზოდს აღწერს, როცა უწმინდესს მისი პირადი დაცვის წევრები გამოემშვიდობნენ. ემოციური სცენის აღწერის პარალელურად, დავით ქართველიშვილმა საეკლესიო მემატიანის მიერ ჩვენამდე მოსული ერთი ცნობაც ახსნა, რომელიც დავით აღმაშენებლისა და სავარაუდოდ მისი დაცვის წევრებს უკავშირდება.
„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში შვიდი წელი ვიმუშავე - სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესის პირადი დაცვის ბიჭების მიერ მასთან დამშვიდობებაზე ორმაგ ემოციურ ტალღაში მოვყევი, პროფესიულ და ადამიანურში.
ბევრისთვის ალბათ უცნობ ამბავს მოვყვები. წმ. შიო მღვიმელის მონასტერში, მთავარი, ყველაზე დიდი ტაძარი - ღვთისმშობლის მიძინების, წმ. დავით აღმაშენებლის აშენებულია. როდესაც მოხვდებით შიგნით, სახით საკურთხეველთან დადექით, და ხელმარჯვნივ კუთხეში, სამი საფლავია. საუკუნეებმა წარწერები წაგვიშალა, თუმცა არც ის ვიცით, ჰქონდათ თუ არა საერთოდ. სამაგიეროდ, საეკლესიო მემატიანემ შეგვინარჩუნა მათი ვინაობა - წმ. დავით მეფის პირადი დაცვის წევრებია დასვენებული. ეტყობა ერთ-ერთი ბრძოლის დროს გადაეფარა სამივე თავის საყვარელ „დასაცავ პირს", ხოლო წმინდა დავითმა ასეთი პატივი მიაგო მათ ნეშტებს - უშუალოდ საკურთხევლის წინ მიაბრძანა წმინდა მიწას," - წერს დავით ქართველიშვილი.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|