რეზონანსი
22.03.2026

აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში ომში „ყველა ვარიანტს მაგიდაზე ტოვებს".

„ზოგჯერ დეესკალაციისთვის ესკალაციაა საჭირო", - განუცხადა ბესენტმა NBC News-ს.

კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა აშშ-ის ჯარების განლაგება ირანის ხარგის კუნძულზე, ბესენტი პასუხობს, რომ აშშ-მ კუნძულზე ძალიან წარმატებული დაბომბვის კამპანია ჩაატარა და გაიმეორა, რომ „ყველა ვარიანტი მაგიდაზეა".

ის ასევე აღნიშნავს, რომ ტრამპს ირანთან ომში „ძალიან მკაფიო მიზნები" აქვს, კერძოდ, ირანის საზღვაო და საჰაერო ძალების, მისი სარაკეტო შესაძლებლობების განადგურება. ის დასძენს, რომ აშშ ასევე უზრუნველყოფს, ირანს არასდროს ჰქონდეს ბირთვული იარაღი.

ბესენტის თქმით, ირანის დარტყმების უმეტესობა „მარტოხელა მგლის საქმიანობაა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×