რეზონანსი
23.03.2026

საქართველო და სრულიად მართლმადიდებლური სამყარო, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დაემშვიდობა. თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის შემდეგ, ქვეყნის სულიერმა მამამ, უკანასკნელი განსასვენებელი, მისივე სურვილისამებრ, სიონის საკათედრო ტაძარში, ერის უდიდესი სიწმინდეების გვერდით ჰპოვა.

ინტერნეტგამოცემა "ზმნამ" პატრიარქის საფლავზე მომუშავე ერთ-ერთი პიროვნების ექსკლუზიური ინტერვიუ მოიპოვა. 40 წლის ბექა ფარადაშვილი მოქანდაკეა. ის ჯერ ვერ აცნობიერებს, რა ისტორიულ პროცესთა ჯაჭვშია მოქცეული, თუ როგორ გამოარჩია უფალმა იმ ადამიანებთან ერთად, ვინც პატრიარქის საფლავის გამზადებაში მონაწილეობდა.

„პირველად არის ჩემს ცხოვრებაში გალობების ფონზე რომ ქვაზე ვმუშაობდი და თან პატრიარქის საფლავზე!.. ჯერ შოკში ვარ! სულ სხვა ემოციაა. ჯერ ზუსტად ვერ ვაცნობირებ, რა ხდება, რამხელა პროცესში ვმონაწილეობ.

პატრიარქი ჩემი მესამე შვილის ნათლიაა. რვა წლის წინ მონათლა. ჩემი შვილი ნათლულების მსვლელობაში მონაწილეობდა ორი დღის წინ.

პატრიარქს დიდი ღვაწლი აქვს. ხალხმა ასე, ერთ მუშტად შეკვრა რომ ვიცოდეთ, როგორც ეს დღეები შევძელით, ვერავინ დაგვძრავს. მდუმარედ დგანან და ზუზუნიც არ ისმის. სხვაგან ასე არ ვიქცევით, ქართველების ამგვარი, ემოციის გარეშე დგომა, ძალიან მიკვირს. მაგრამ სამებისკენ მიმავალი ხალხი მართლა სხვანაირად თავდაჭერილი იყო. ეს პატრიარქის დამსახურებაა. მას პატივს სცემენ. ნამდვილად გლოვობს ერი. ერთმანეთს უთმობენ, ეხმარებიან, მოკრძალებით დგანან.

კარგად რომ გავიაზრებ და დავალაგებ, რა მოხდა ჩეს თავს... მერე მოვუყვები შვილებს. ისე არაფერი ხდება. არც ვიცოდი, ისე უცებ აღმოვჩნდი სიონში...“ - განაცხადა ბექა ფარადაშვილმა.

zmna.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×