
17 მარტს, ღამის 3 საათზე კავკასიის მედიცინის ცენტრში პაციენტი შეიყვანეს - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. კლინიკაში ქვეყნის საუკეთესო ექიმების გუნდი იყო მობილიზებული. თითოეული მათგანი აცნობიერებდა უდიდეს პასუხისმგებლობას. რეანიმაციულ პალატაში ექიმები მკურნალობდნენ პატრიარქს, რომლის გადარჩენისთვის მთელი ქვეყანა ლოცულობდა.
ექიმებმა გააკეთეს ყველაფერი, რაც ადამიანს შეუძლია. მაგრამ არსებობს წუთები, როცა მედიცინა უძლურია და რჩება მხოლოდ ლოცვა. მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქი ძილში აღესრულა, იქ მყოფები დარწმუნებულები არიან, რომ ილია მეორეს ბოლო წუთებში მათი ხმა ჩაესმოდა.
"ყველამ გააცნობიერა ის დიდი პასუხისმგებლობა, მძიმე ჯვარი, რაც იყო მისი უწმინდესობის მკურნალობაში ჩართვა დაწყებული კლინიკის დირექტორიდან და კლინიკური მენეჯერიდან, დამთავრებული თითოეული ექიმით. ვფიქრობ, რომ ეს ჯვარი ყველამ ღირსეულად იტვირთა და ყველაფერი გააკეთა, რომ მისი უწმინდესობის სიცოცხლე გადაგვერჩინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ხანდახან ჩვენც ვმარცხდებით", - განაცხადა ოთარ დიხამინჯია, კავკასიის მედიცინის ცენტრის გადაუდებელი მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე