რეზონანსი
23.03.2026

ირანი ელექტროენერგიის სექტორზე თავდასხმას ისრაელის ელექტროსადგურებზე, ასევე რეგიონის ქვეყნებში აშშ-ის ბაზების ელექტროენერგიით მომმარაგებელ ელექტროსადგურებზე დარტყმით უპასუხებს, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ავრცელებს.

„მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ვუპასუხოთ ნებისმიერ საფრთხეს იმავე დონეზე. თუ თქვენ ელექტროენერგიას დაარტყამთ, ჩვენც ელექტროენერგიას დავარტყამთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, ირანი წყლის გამტკნარების ქარხნებზე თავდასხმას არ გეგმავს.

„ტყუილი. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აპირებს წყლის გამტკნარების ქარხნებზე თავდასხმას და რეგიონის ქვეყნების მოსახლეობისთვის სირთულეების შექმნას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ თეირანი ჰორმუზის სრუტეს 48 საათში არ გახსნის, აშშ მის ელექტროსადგურებს დაარტყამს და გაანადგურებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×