რეზონანსი
23.03.2026

ჟუნრალისტ ჯაბა ხუბუას შეფასებით, ერის ჯანსაღი ნაწილი ვერასდროს გაერთიანდება დათო ტურაშვილის მსგავს იაფფასიან პოპულისტებთან და გია ბუღაძის მსგავს ბოღმიანებთან, ვინაიდან, მათი "ბაბლი" ქართული სინამდვილისთვის უცხო სხეულია.

"შეიძლება, ძალიან არაპოპულარულ რამეს ვამბობ, მაგრამ განვლილი დღეების გამო ბევრის გულში დაბადებული იმედი, რომ ქართველი ერი გაერთიანდა და გაერთსულოვანდა, სამწუხაროდ, ფუჭი და არარეალისტურია, რადგან დათო ტურაშვილისნაირ იაფფასიან პოპულისტებთან და გია ბუღაძისნაირ უკიდეგანო ბოღმიანებთან ერის ჯანსაღი ნაწილის გაერთიანება არაფრით გამოვა. ეს ე.წ. ბაბლი ქართული სინამდვილისათვის აბსოლუტურად უცხო სხეულია, რომელიც ქართველი ერის ვერც დიდი მწუხარებისა და ვერც დიდი სიხარულის თანაზიარი ვერასოდეს გახდება," - წერს ხუბუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×