
FO Talks-ისთვის მიცემულ ინტერვიუში როჰან ხატარ სინგჰი ესაუბრება ბეგინ-სადათის სახელობის სტრატეგიული კვლევების ცენტრის უფროს მეცნიერ-თანამშრომელ ლორენ დაგან ამოსს ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ისრაელში 25 თებერვალს შემდგარი ვიზიტის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის შესახებ. ეს ვიზიტი დასავლეთ აზიაში დაძაბულობის გამწვავებისა და ირან-ისრაელის კონფლიქტის ფონზე წარიმართა და ინდოეთ-ისრაელის ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან ეტაპად იქცა.
მოსაუბრეები აანალიზებენ, თუ როგორ აყალიბებს სიმბოლიზმი, სტრატეგიული ინტერესები და რეგიონული ალიანსების ტრანსფორმაცია პარტნიორობის ახალ ხარისხს მსოფლიოს უდიდეს დემოკრატიასა და ისრაელს შორის.
აღიარების სიმბოლიზმი
ისრაელისთვის მოდის საპასუხო ვიზიტს არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ ღრმა სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს. 2017 წელს ის გახდა ინდოეთის პირველი მოქმედი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ისრაელი მოინახულა. მისი დაბრუნება და გამოსვლა ქნესეთში აძლიერებს იმ აღქმას, რომ ორმხრივი ურთიერთობები ახალ საფეხურზე გადავიდა.
ამოსის თქმით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავად ვიზიტის ფაქტი, არამედ ისიც, თუ როგორ ახდენს ინდოეთი ამ ურთიერთობების საჯარო პოზიციონირებას. ეს არის სიგნალი ისრაელის სტრატეგიულ პარტნიორად აღიარების შესახებ. ისრაელის აუდიტორიისთვის სიმბოლიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს: მოდის სიტყვამ, რომელიც ნაწილობრივ ივრითზე წარმოთქვა და ისტორიული მინიშნებებით იყო გაჯერებული, ფართო გამოხმაურება გამოიწვია.
კონტექსტიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ღაზას სექტორში განახლებულ ომთან დაკავშირებით, 7 ოქტომბრის იერიშების შემდგომ, 2023 წლიდან ისრაელი არის საერთაშორისო თანამეგობრობის განსაკუთრებული ყურადღებისა და კრიტიკის ქვეშ. ამ ფონზე ისრაელში ინდოეთის ლიდერის სადემონსტრაციო ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ცდება ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებს.
დახურული თანამშრომლობისდან ღია პარტნიორობასკენ
მიუხედავად იმისა რომ ინდოეთსა და ისრაელს შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები დამკვიდრდა 1992 წელს, ურთიერთობა დაიწყო უფრო ადრე. თავდაპირველად ის ეფუძნებოდა სოფლის მეურნეობას, წყლის რესურსებისა და თავდაცვის მართვას. დროთა განმავლობაში თავდაცვის თანამშრომლობა გახდა კავშირის საკვანძო ელემენტი.
დიდი ხნის განმავლობაში ურთიერთობის ძირითადი ნაწილი არ ხმაურდებოდა. 2010-წლის შუა პერიოდამდე ურთიერთობები ვითარდებოდა თავშეკავებულად, მათი სტრატეგიული მნიშვნელობის მიუხედავად.
სიტუაცია შეიცვალა 2014 წლის შემდეგ. პარტნიორობა გახდა უფრო ღია და მრავალმხრივი. ის გავრცელდებოდა ეკონომიკაზე, ფინანსებზე, განათლებაზე, ინოვაციებსა და შრომით მობილობაზე. სახელმწიფო თანამშრომლობა ახლა მდიდრდება აქტიური საქმიანი და მეცნიერული კავშირებით.
ისრაელისთვის ეს ნიშნავს ინდოეთს როლის სხვა რაკურსით დანახვას - არამხოლოდ როგორც თავდაცვის პარტნიორის, არამედ როგორც მასშტაბური ეკონომიკური და ტექნოლოგიური მოთამაშის ხანგრძლივი სტრატეგიული პოტენციალით.
ინდოეთის მრავალმხრივი სტრატეგია
ამოსი ცალკე საუბრობს ინდოეთს საგარეო პოლიტიკის თავისებურებებზე. ინდოეთი, დასავლეთისგან განსხვავებით, არ ცდილობს აირჩიოს ერთი მხარე, არამედ ამყარებს ურთიერთობებს რამდენიმე ურთიერთ კონკურენტულ სახელმწიფოებთან (აშშ, რუსეთი, ინდოეთ, ჩინეთი).
ამ მიდგომას ინდოეთი ახასიათებს როგორც როგორც მრავალმხრივ ურთიერთობას. ის ახორციელებს პარალელურ და ურთიერთშემავსებელ პარტნიორობას ქვეყნის ეროვნული და სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე.
ასეთი მიდგომა შედის კონტრასტში დასავლურ ლოგიკასთან, რომელიც ხასიათდება როგორც უფრო ბინარული და დაფუძნებული „ნულოვანი თანხის მქონე თამაშის“ პრინციპზე. ამოსის აზრით, ისრაელმა უნდა გაითვალისწინოს ეს სხვაობა და არ ხედავდესამ კავშირებში საფრთხეს.
მაგალითად, ინდოეთისა და ირანის თანამშრომლობა, ჩაბახარის პორტის განვითარების ჩათვლით, არ ეწინააღმდეგება მის ურთიერთობებს ისრაელთან. ეს ასახავს ბალანსირების საჭიროებას რთულ რეგიონალურ გარემოში.
IMEC, რეგიონალური ინტეგრაცია და ნორმალიზაციის ფაქტორი
საუბარში ასევე განიხილება ინდოეთის-ახლოაღმოსავლეთ-ევროპული ეკონომიკური დერეფანი (IMEC) - ამბიციური პროექტი, რომელიც მიმართულია ინდოეთის ევროპასთან დაკავშირებაზე სპარსეთის ყურის ქვეყნებისა და ისრაელის მეშვეობით, რომელიც წარდგენილი იქნა G20 სამიტზე 2023 წელს და განიხილებოდა როგორც რეგიონალური ინტეგრაციის პოტენციალური დრაივერი.
თუმცა, 7 ოქტომბრის მოვლენებმა სერიოზულად დააბრკოლეს მისი განვითარება. ამოსი თვლის, რომ ესკალაციის ერთ-ერთი მიზანი შეიძლება ყოფილიყო ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შეჩერება.
ამჟამად, მომავალი IMEC რჩება ბუნდოვანი. ისრაელი ფაქტობრივად აღმოჩნდა პროექტის პერიფერიაზე, მაშინ როდესაც სხვა მონაწილეები (ინდოეთი, გაე და ევროპული ქვეყნები) აგრძელებენ თანამშრომლობის გზის ძიებას.
მიუხედავად ამისა, ინდოეთის მონაწილეობა ინარჩუნებს საკვანძო დანიშნულებას. მისი კავშირი ახლო აღმოსავლეთთან ხელს უწყობს დიპლომატიური არხების შენარჩუნებას და უფრო ფართო ეკონომიკური ინტეგრაციის აღდგენას.
სტრატეგიული ხარვეზები და პერსპექტივები
და ბოლოს, ამოსი ყურადღებას აქცევს ისრაელის სტრატეგიული დაგეგმვის უფრო ფართო პრობლემას. მისი აზრით, ქვეყანა ხშირად ორიენტირებულია უსაფრთხოების მოკლევადიან რისკებზე და უგულვებელყოფს გრძელვადიან სტრატეგიას.
ამ კონტექსტში ინდოეთი არის საჩვენებელი მაგალითი, იგი ავლენს მის უნარებს გააერთიანოს პარტნიორობა ეკონომიკურ განვითარებაზე თანმიმდევრულ კურსთან.
არსებული სირთულეების მიუხედავად, ინდოეთ-ისრაელის ურთიერთობების პერსპექტივები ფასდება დადებითად. საქმიანი კონტაქტების გაფართოება, ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავება და პოლიტიკური აღიარების ზრდა თანდათან აყალიბებენ უფრო კომპლექსურ სტრატეგიულ პარტნიორობას.
ორივე მხარის ურთიერთმოქმედება სავარაუდოდ გაცდება თავდაცვის სფეროს ჩარჩოებს და ჩამოყალიბდება მრავალგანზომილებიან პარტნიორობად ძალათა რეგიონალურ ბალანზე გრეძლვადიანი ზეგავლენით.