რეზონანსი
23.03.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთხი ოქტომბრის საქმეზე პროცესი გაიმართა.

სხდომაზე დაიკითხა ბრალდების მხარის მოწმე, საქმის მთავარი გამომძიებელი. კონსტანტინე კერესელიძემ სასამართლოში განაცხადა, რომ ის 64-ვე ბრალდებულის გაერთიანებულ საქმეს იძიებს. მოწმე სამი საათის განმავლობაში პასუხობდა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის კითხვებს.

„გამომძიებელმა უპასუხა, რომ არსებობს ამოღებული ტექნიკა, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა და მიღებული არ არის გადაწყვეტილება. კონკრეტული პირების ქმედებები და ქცევები კონკრეტულ ლოკაციაზე ემთხვევა ერთმანეთს, გამომდინარეობს კონკრეტული პირების მოწოდებებიდან და ამ მოწოდებების რეალიზება ხდება უკვე მოქმედებებში, ბრალდების შეფასებით, ეს წარმოადგენს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოსთან პროკურორმა, თამარ იაკობოძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×