
რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში, ლენინგრადის ოლქში დრონებით განხორციელებულმა მასშტაბურმა შეტევამ ერთ-ერთ მთავარ ენერგეტიკულ კვანძს დაარტყა - პრიმორსკის პორტში საწვავის ავზის დაზიანებამ ხანძარი გამოიწვია. გუბერნატორის, ალექსანდრე დროზდენკოს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ 24 საათზე ნაკლებ დროში 60-ზე მეტი დრონი გაანადგურა, ეს ხდება იმის ფონზე, როცა უკრაინული დრონების შეტევები რუსეთის სიღრმეში სულ უფრო ინტენსიური ხდება
რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც პრიმორსკის პორტში საწვავის ავზი დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა.
ინფორმაციას ლენინგრადის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრე დროზდენკო ავრცელებს.დროზდენკოს ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 24 საათზე ნაკლებ დროში 60-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
- „პრიმორსკის პორტში საწვავის ავზი დაზიანდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები გრძელდება და პერსონალი ევაკუირებულია",
„პრიმორსკის პორტში საწვავის ავზი დაზიანდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები გრძელდება და პერსონალი ევაკუირებულია", - აღნიშნა გუბერნატორმა.
ამასთან, მისი ინფორმაციით, ვიბორგის რაიონის იერმილოვოს დასახლების მახლობლად ერთ-ერთი დრონი ჩამოვარდა და ელექტროგადამცემი ხაზის ბოძი დააზიანა.
უკრაინულ მხარეს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსულ ინფრასტრუქტურას „მოულოდნელად" ცეცხლი უჩნდება, ბოლო პერიოდში დრონებით შეტევები რუსეთის სიღრმეში გახშირდამიზანში ხშირად ხვდება:ნავთობბაზები, სამხედრო ობიექტები, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა
პრიმორსკის პორტი, რომელზეც შეტევა განხორციელდა მნიშვნელოვანია იმით, რომ ბალტიის ზღვაზე ის,ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობტერმინალია. და რუსული ნავთობის ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი კვანძიაცაა.
უკრაინული კვალი?
ექსპერტი ვახტანგ მაისაიას აზრით უკრაინა დიდი ხანია აქტიურ შეტევაზეა გადასული, ექპსერტი ამბობს, რომ იმის ფონზე, რომ რუსეთი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას, ლოჯისტიკურ წერტილებს, ხშირად აზიანებს, მსგავსი ნაბიჯი, უკრაინელებისგან გასაკვირი არ უნდა იყოს.
- მაისაია: რატომ უნდა შეიკავონ თავი უკრაინელებმა, როცა მსხვერპლი თვითონ არიან და აგრესორი დღითიდღე სერიოზულ დარტყმებს ახორციელებს"
"მთელი რუსეთის ფედერაცია, ფაქტობრივად, მოიცვა უკრაინული დრონების და ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსების განხორციელებულმა დარტყმებმის მთელმა ასპექტმა, როგორც რუსები ურტყამენ და ანადგურებენ სუვერენულ უკრაინის სტრატეგიულ ობიექტებს, მათ შორის ენერგეტიკულ და ეკონომიკურ, (საზღვაო ინფრასტრუქტურებს, ნიკოლაევში, ფაქტობრივად,განადგურებულია 40 % საზღვაო ლოჯისტიკური სისტემებისა, პორტებზეა საუბარი,) შესაბამისად, რატომ უნდა შეიკავონ თავი უკრაინელებმა, როცა მსხვერპლი თვითონ არიან და აგრესორი დღითიდღე სერიოზულ დარტყმებს ახორციელებს"- გამაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
მაისაია ფრონტის ხაზზე არსებულ მდგომარეობასაც შეეხო, ამბობს, რომ მასშტაბური საბრძოლო მოქმედებები, ჯერჯერობით, არ ხორციელდება, თუმცა ურკაინელებს, ისევე როგორც რუსებს, გარკვეულ ტერიტორიებზე ინიციატივები უჭირავთ.
„რაც შეეხება ფრონტის ხაზს, ჯერჯერობით, სიტუაცია გარკვეულწილდ სტაბილურია, გარკვეულ ნაწილში ინიციატივა გააჩნიათ უკრაინის შეირაღებულ ძალებს, რაღაც ნაწილში რუსებს. მაგალითად, სამხრეთში, ხერსონისა და ზაპოროჟიეში ინიციატივას ფლობენ უკრაინელები, დონეცკის რეგიონში ინიციატივას ფლობენ რუსები. მაინცდამაინც ფართო მასშტაბებით არ გამოირჩევა საომარი მოქმედებები უკრაინის ფრონტებზე."-დასძინა მაისაიამ.