რეზონანსი
23.03.2026

 ირანს შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა ძა­ლი­ან სურს, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

დო­ნალდ ტრამ­პის ცნო­ბით, მხა­რე­ე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში "შე­თან­ხმე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან პუნ­ქტებ­ზე" შე­ჯერ­დნენ.

"შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა ჩვენც გვსურს. მათ­თან ტე­ლე­ფო­ნით ალ­ბათ დღე­საც ვი­სა­უბ­რებთ. ეს კარ­გი შე­თან­ხმე­ბა უნდა იყოს. ომე­ბი აღარ უნდა იყოს და ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი აღარ უნდა იყოს. მათ ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი აღარ ექ­ნე­ბათ. ისი­ნი ამა­ზე თა­ნახ­მა არი­ან", - გა­ნა­ცხა­და დო­ნალდ ტრამპმა.

ტრამ­პის თქმით, აშშ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ებს „ადა­მი­ან­თან, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე პა­ტივ­სა­ცე­მი კა­ცია".

"ეს უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რი არ არის. მის­გან არა­ვის არა­ფე­რი გა­უ­გია. არც კი ვი­ცით, ცო­ცხა­ლია თუ არა", - აღ­ნიშ­ნა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა.

ასე­ვე, დო­ნალდ ტრამპმა შე­კი­თხვას უპა­სუ­ხა იმის შე­სა­ხებ, თუ ვინ გა­ა­კონ­ტრო­ლებს ჰორ­მუ­ზის სრუ­ტეს.

"შე­იძ­ლე­ბა მე და ვინც არ უნდა იყოს შემ­დე­გი აია­თო­ლა. ასე­ვე, იქ რე­ჟი­მის ცვლი­ლე­ბის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ფორ­მა იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×