რეზონანსი
23.03.2026

 ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა მაქსიმე ჭანტურიამ, "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "დებატები" სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მოღვაწეობაზე ისაუბრა.

"ჩვენი პატრიარქი იყო სახე მთელი ქრისტიანული სამყაროსი. ათეისტური კომუნისტური რეჟიმის შემდგომ თავიდან მოინათლა თითქმის მთელი ქართველი ერი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვკითხულობდი ღვთისმეტყველებას და ვეცნობოდი ეკლესიის მოღვაწეობას, მისი მოღვაწეობა ჩემთვის გახდა მაგალითი მამამთავართა მოღვაწეობის - აბრაამის, ისააკის და იაკობის მსგავსი.

ბოლო წლებში, მისი მხცოვანი ასაკის შემყურე წარმოვიდგენდი როგორი იყო აბრაამი, როგორი იყო ისააკის ბოლო წლები, როგორი იყო იაკობის - მამამთავრის მოღვაწეობა და ჩემს გულში პატრიარქი მესახებოდა მამამთავარ იაკობად, რომელმაც 12 ვაჟიშვილი შვა და ახალი ისრაელი შექმნა, ახალი ერი შეიქმნა მის ხელში. ჩემს გულში ვფიქრობდი, რომ მისი (ილია მეორის) პატრიარქობის ჟამს მოხდა სწორედ იგივე - განახლება მთელი ქართული ეკლესიის და გამრავლება იმ დონეზე, რომ შეიძლება ითქვას, ახალი, მორწმუნე, ქრისტიანული ერი შეიქმნა," - აღნიშნა დეკანოზმა მაქსიმე ჭანტურიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×