
მამა შალვა კეკელიამ პატრიარქის სიცოცხლის ბოლო წუთებზე და კლინიკაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა:
„ჩვენი მინისტრი მიხეილი ისე ტიროდა ვერ ჩერდებოდა, საშინლად განიცდიდა... მანდ უკვე მივხვდი რომ ყველაფერი მთავრდებოდა. ექიმებიც, ყველანიც საშინლად ტიროდნენ.
ყველანი ვიყავით ერთნი. ჩვენი მინისტრი თიკა რუხაძე თავად ალაგებდა სამებას - ხვეტდა და წმენდდა ყველაფერს. სიონში ყვავილები რაც იყო, თავისი ხელით დაალაგა, არავის მისცა უფლება, რომ
ეს ყვავილები დაელაგებინა.
პატრიარქთან გაიზარდა, წლები მასთან ერთად იყო. 20 წლის წინ გამაგზავნა მასთან უწმინდესმა, გაიგო, რომ ცუდად იყო და მითხრა, რომ მიდი მასთან და პარაკლისი გადაუხადე და აზიარეო. იქიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და მეგობრობა.
იმდენად საკუთარ თავზე ჰქონდა ყველას ყველაფერი აღებული, რომ დალაგება რომ დალაგებაა, იატაკის მოწმენდა რომ მოწმენდაა, ამასაც კი თვითო აკეთებდნენ“, - განაცხადა მამა შალვამ გადაცემაში "360 გრადუსი".