
იმ დღეებში, როდესაც საქართველო გლოვობდა, ვიხილეთ ჰელსინკის კომისიის სხდომა - ერთი სიტყვაც ვერ მოვისმინეთ ბატონი უილსონისგან და ჰელსინკის კომისიის სხვა წევრებისგან, რომლებსაც რომ ჰკითხო, ქართველი ერის გულშემატკივრები არიან და დღე და ღამე საქართველოზე ფიქრით უთენდებათ და უღამდებათ. შესაძლოა, ვერც კი გაიგეს რა მოხდა საქართველოში, ან გაიგეს და ვერც კი გაიაზრეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მან უპასუხა კითხვას, რომელიც დასავლელი ლიდერების მხრიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის არ მიღებას ეხებოდა.
პაპუაშვილის მოსაზრებით, „ეს არის ჩვეულებრივი ნაყიდი ლობიზმი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მათ რაიმე ემოციურ დამოკიდებულებასთან საქართველოსთან თუ ქართველ ხალხთან“. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ, მადლობა გადაუხადა იმ ევროპელ ელჩებს, რომლებმაც მათი წუხილი სამების საპატრიარქო ტაძარში მოსვლით, ან პატრიარქის დაკრძალვის დღეს მოსვლით გამოხატეს.
„მეტიც, ჩვენ ვიხილეთ, მაგალითად, ჰელსინკის კომისიის სხდომა იმ დღეებში, როდესაც საქართველო გლოვობდა. ერთი სიტყვაც ვერ მოვისმინეთ ბატონი უილსონისგან და ჰელსინკის კომისიის სხვა წევრებისგან, რომლებსაც რომ ჰკითხო, ქართველი ერის გულშემატკივრები არიან. ამასთან, წევრებისგან, რომლებსაც რომ ჰკითხო, დღე და ღამე საქართველოზე ფიქრით უთენდებათ და უღამდებათ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი არის ფარსი, რასაც ჩვენ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის მხრიდან ვხედავთ. ეს არის ჩვეულებრივი ნაყიდი ლობიზმი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მათ რაიმე ემოციურ დამოკიდებულებასთან საქართველოსთან თუ ქართველ ხალხთან. შესაძლოა, ვერც კი გაიგეს, რა მოხდა საქართველოში, ან გაიგეს და ვერც კი გაიაზრეს, რა მოხდა. ასევე, ევროპაშიც ვიხილეთ სხვადასხვა ანგარიშების წარდგენები და ა.შ, სადაც კვლავ იყო თავდასხმა ქართველ ხალხზე ამ მწუხარების ჟამს. ეს არის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ცივილიზებულ უფსკრულზე მიაქანებენ ევროპულ ცივილიზაციას, როდესაც პოლიტიკური დღის წესრიგი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ადამიანური ღირებულებები.
მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ელჩებს, რომლებიც იმყოფებოდნენ სამების ტაძარში, როგორც გლოვის დღეებში, ისე გასვენების დღეს და გამოხატეს საკუთარი მწუხარება ამ დანაკარგთან დაკავშირებით. თუმცა, მეორე მხრივ, ვერ ვნახეთ ვერცერთი ის ევროპელი ლიდერი, რომლებიც საქართველოში ამბავი არ მოხდება, რომ უცებ არ გამოვარდნილან და კომენტარები არ გაუკეთებიათ, ასეთი მწუხარების ჟამს კი, სიტყვები ვერ მოძებნეს. დრო ვერ მოძებნეს, ან უფრო სწორად, ემოცია ვერ მოძებნეს. ეს ემოცია მათ არ ესმით, ჩვენი ემოცია, რაც გვაქვს ჩვენი ეკლესიის მიმართ, პატრიარქის მიმართ და იმ ღირებულებების მიმართ, იმ ნამდვილი ღირებულებების მიმართ, რომელზეც საქართველო დგას და არა იმ ფსევდო ღირებულებების მიმართ, რომელზეც დგანან ეს პოლიტიკური ლიდერები. ამიტომ, ესეც დიდი გაკვეთილი იყო ქართველი ხალხისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.