რეზონანსი
24.03.2026

„ფორბს ჯორჯიამ“, თა­ვი­სი 15-წლი­ა­ნი არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად, ქვეყ­ნის 100 უმ­დიდ­რე­სი მე­წარ­მის რე­ი­ტინ­გი წა­რად­გი­ნა. ეს არ არის მხო­ლოდ ციფ­რე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა - ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ქარ­თუ­ლი კერ­ძო კა­პი­ტა­ლის ზუს­ტი სა­ზო­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გამჭვირ­ვა­ლე და ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და.

„ახა­ლი თავი „ფორბს ჯორჯიას“ ის­ტო­რი­ა­ში: თქვენ წი­ნა­შეა სა­ქარ­თვე­ლოს 100 უმ­დიდ­რე­სი მე­წარ­მის რე­ი­ტინ­გი. ჩვენ უკვე 15 წე­ლია, ვწერთ მდი­დარ ადა­მი­ა­ნებ­ზე, თუმ­ცა ქვეყ­ნის კერ­ძო კა­პი­ტა­ლის ზუს­ტი სა­ზო­მი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის პირ­ვე­ლად ხდე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი“, - წერს გა­მო­ცე­მა.

Ambebi.ge უმ­დიდ­რე­სი ქარ­თვე­ლე­ბის სი­ი­დან 10 მი­ლი­არ­დე­რის შე­სა­ხებ გი­ამ­ბოთ, რო­მელ­თა გავ­ლე­ნა ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ძა­ლი­ან დი­დია:

1. მი­ხე­ილ ლომ­თაძე - უპი­რო­ბო ლი­დე­რი

სიის სა­თა­ვე­ში, 15.8 მი­ლი­არ­დი ლა­რით, მი­ხე­ილ ლომ­თა­ძე მო­ექ­ცა. ყა­ზა­ხუ­რი ციფ­რუ­ლი გი­გან­ტის - „კას­პის“ (Kaspi) CEO და თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, გლო­ბა­ლურ რე­ი­ტინ­გში 597-ე ად­გილს იკა­ვებს. ბა­თუმ­ში და­ბა­დე­ბულ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა, რო­მელ­მაც გა­ნათ­ლე­ბა თბი­ლის­ში მი­ი­ღო, კა­პი­ტა­ლი ყა­ზა­ხეთ­ში და­აგ­რო­ვა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ის ახლა ინ­გლი­სურ სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ „უი­კომბ უონ­დერერსსაც“ ფლობს.

2. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და ოჯა­ხი

მე­ო­რე ად­გილ­ზე 7.2 მი­ლი­არ­დი ლა­რით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია. მისი ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი­დან მო­დის, გლო­ბა­ლურ სი­ა­ში 1362-ე პო­ზი­ცი­ას შე­ე­სა­ბა­მე­ბა. სტა­ტი­ა­ში ნახ­სე­ნე­ბია მისი ცნო­ბი­ლი ფრა­ზაც: „ადა­მი­ანს მი­ლი­არ­დე­ბი არ სჭირ­დე­ბა. ორა­სი მი­ლი­ო­ნი საკ­მა­რი­სია. და­ნარ­ჩე­ნი მხო­ლოდ სპორ­ტია“.

3. გი­ორ­გი ჯოხ­თა­ბე­რი­ძე - 2.76 მი­ლი­არ­დი

„მაგ­თი­კო­მის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მე­სა­მე პო­ზი­ცი­ას მყა­რად ინარ­ჩუ­ნებს. ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სფე­როს ლი­დე­რი და ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის სიძე, ბიზ­ნე­სის გარ­და, ხე­ლოვ­ნე­ბის უმ­სხვი­ლე­სი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რია. მისი ოჯა­ხის კო­ლექ­ცი­ი­დან 3500-მდე ნა­მუ­შე­ვა­რი მის მი­ერ­ვე და­ფუძ­ნე­ბულ ქარ­თუ­ლი სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­შია გა­მო­ფე­ნი­ლი.

4. ირაკ­ლი რუ­ხა­ძე - 2.22 მი­ლი­არ­დი

„ლი­ბერ­თი ბან­კის“, „მაგ­თის“ წი­ლი­სა და „რუს­თა­ვის ფო­ლა­დის“ მფლო­ბე­ლი მე­ო­თხე ად­გილ­ზეა. რუ­ხა­ძე, რო­მე­ლიც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რია, კა­პი­ტალს მრეწ­ვე­ლო­ბა­სა და ფი­ნან­სურ სექ­ტორ­ში აკონ­ტრო­ლებს. რუ­ხა­ძე 2026 წლამ­დე ფლობ­და სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გულ ტე­ლე­არხ „იმედს“, რო­მე­ლიც დღემ­დე წა­გე­ბა­ზე მუ­შა­ობს

5. თე­მურ ჭყო­ნია - 1.74 მი­ლი­არ­დი 

თე­მურ ჭყო­ნია ერ­თა­დერ­თი ბიზ­ნეს­მე­ნია, რო­მელ­მაც მო­ა­ხერ­ხა და Gen-Z თა­ო­ბის­თვის „ქულ“ ტი­პად იქცა. ის ფლობს „კოკა-კოლა ბოთ­ლერს ჯორ­ჯი­ას“ 87%-ს და „მაკ­დო­ნალდსის“ 90%-ს. მისი ბიზ­ნე­სი 1993 წლი­დან იწყე­ბა, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი „კოკა-კოლა“ ჩა­მო­ას­ხეს. ჭყო­ნია იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლია, რომ 2024 წელს, „ტიკ-ტოკზე“ სიმ­ღე­რაც კი მი­უ­ძღვნეს: „ყვე­ლა­ზე მა­გა­რი კაცი არი თე­მუ­რი / Gen-Z თა­ო­ბის­გან ასი­ა­ნი ქე­ბუ­ლი“.

6. პა­ა­ტა კურ­ტა­ნი­ძე - 1.56 მი­ლი­არ­დი

„ავერ­სის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რის ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სი მო­თა­მა­შეა. მისი იმ­პე­რია მო­ი­ცავს ქვეყ­ნის მე-10 ყვე­ლა­ზე შე­მო­სავ­ლი­ან სა­აფ­თი­ა­ქო ქსელს, ფარ­მა­ცევ­ტულ სა­წარ­მო „ავერ­სი რა­ცი­ო­ნალს“ და კლი­ნი­კე­ბის ქსელს, რო­მე­ლიც მო­გე­ბის მი­ხედ­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­სა­მე ად­გილ­ზეა.

7. გი­ორ­გი რა­მიშ­ვი­ლი - 1.48 მი­ლი­არ­დი

გი­ორ­გი რა­მიშ­ვი­ლი, „სილქ როუდ ჯგუ­ფის“ მმარ­თვე­ლია. მის პორ­ტფელ­შია „სილ­ქნე­ტი“, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე „ჯე­ო­სე­ლი“ შე­ი­ერ­თა, ასე­ვე ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი სას­ტუმ­რო­ე­ბი: „რე­დი­სონ ბლუ ივე­რია“ და „ტე­ლეგ­რა­ფი“. სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი: 2010-ია­ნებ­ში ის დო­ნალდ ტრამ­პთან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში „ტრამპ თა­უ­ე­რის“ აშე­ნე­ბას გეგ­მავ­და, თუმ­ცა პრო­ექ­ტი ტრამ­პის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ გა­უქ­მდა.

8. კა­ხა­ბერ ოქ­რი­აშ­ვი­ლი - 1.14 მი­ლი­არ­დი

ოქ­რი­აშ­ვი­ლი PSP-ს აქ­ცი­ე­ბის 95%-ს ფლობს. გარ­და წამ­ლე­ბის ბიზ­ნე­სი­სა, ის პო­ლი­ტი­კუ­რი „რე­კორდსმე­ნია“ - 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პარ­ლა­მენ­ტის ხუთი მოწ­ვე­ვის წევ­რი იყო. სა­ინ­ტე­რე­სოა მისი პო­ლი­ტი­კუ­რი გზა: ის დე­პუ­ტა­ტის მან­დატს ფლობ­და ჯერ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“, შემ­დეგ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“, ბო­ლოს კი ისევ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ და­უბ­რუნ­და.

9. ხვი­ჩა მა­ქა­ცა­რია - 1.13 მი­ლი­არ­დი

ხვი­ჩა მა­ქა­ცა­რი­ას­თან ფლობს წი­ლებს „თბი­ლი­სი ენერ­ჯი­სა“ და „თე­ლას­ში“, რომ­ლე­ბიც დე­და­ქა­ლა­ქის ენერ­გო­მო­მა­რა­გე­ბის მო­ნო­პო­ლის­ტე­ბი არი­ან. 2022 წელს მან მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რი „სელ­ფი მო­ბა­ი­ლიც“ (ყო­ფი­ლი „ბი­ლა­ი­ნი“) შე­ი­ძი­ნა.

10. გია გორ­გო­შა­ძე - 1.04 მი­ლი­არ­დი

გია გორ­გო­შა­ძე „გორ­გი­ას“ ერ­თა­დერ­თი მფლო­ბე­ლია - რე­გი­ო­ნის უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნი­ი­სა მშე­ნებ­ლო­ბი­სა და რე­მონ­ტის დარ­გში, რო­მე­ლიც 1998 წელს და­არ­სდა და ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს 8 ქა­ლაქ­ში ჯამ­ში 13 ფი­ლი­ალს მარ­თავს.

რე­ი­ტინ­გის მი­ხედ­ვით, ასე­ულ­ში შე­მა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯა­მუ­რი ქო­ნე­ბა 60.1 მი­ლი­არდ ლარს აჭარ­ბებს, რაც ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის თით­ქმის 60%-ია. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სიმ­დიდ­რის უდი­დე­სი ნა­წი­ლი სწო­რედ სიის სა­თა­ვე­შია - პირ­ვე­ლი ხუ­თე­უ­ლი მთლი­ა­ნი ქო­ნე­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვარს ფლობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×