რეზონანსი
24.03.2026

საქართველოს პროკურატურა პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარია დამნაშავედ სცნო. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 14 სექტემბერს, თბილისში, ბრალდებულმა განზრახ დააზიანა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბზე განთავსებული სამი ბანერი.

სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა. სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×