რეზონანსი
24.03.2026

საქართველოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა წმინდა სინოდის გადასაწყვეტია და არავის, ვინც არ უნდა იყოს, არაფერი ესაქმება ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის წევრმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა. მისი თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას უპირობოდ მიიღებს.

„ჩვენ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სინოდის გადასაწყვეტი და არავის, ვინც არ უნდა იყოს, არაფერი ესაქმება ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში. მინდა შეგახსენოთ, რომ გლოვის დღეები არ დასრულებულა. არ მგონია, ახლა ქრისტიან ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს, ოპოზიციონერია თუ არა ოპოზიციონერი, იმის შეხსენება სჭირდებოდეს, რომ ქრისტიანები 40 დღის განმავლობაში ვგლოვობთ. 40-მდე ვერ იცდიან, ვერ იცდიან - 9 დღე მაინც ხომ შეუძლიათ დაიცადონ და შესაბამისი პატივი მიაგონ ჩვენს უწმინდესს. ჩვენთვის ამ საკითხის ნებისმიერი პოლიტიზება დაუშვებელია, მით უფრო ამ მძიმე დღეებში“, - განაცხადა შარაშიძემ.

საქართველოს პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, არაუგვიანეს ორი თვისა წმინდა სინოდმა ახალი პატრიარქი უნდა აირჩიოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×