რეზონანსი
24.03.2026

პრო­ტოპ­რეს­ვი­ტერ­ი მამა გი­ორ­გი ზვი­ა­და­ძე გან­მარ­ტავს, რო­გორ გა­ნა­წილ­და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე საშ­ვე­ბი. რო­გორც მან სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში მე­დი­ას გა­ნუ­ცხა­და, არა­ვი­თა­რი მი­თი­თე­ბა არ ყო­ფი­ლა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, საშ­ვი ვის უნდა ჰქო­ნო­და და ვის არა.

„რაც შე­მიძ­ლია გი­თხრათ მთე­ლი პა­ტი­ოს­ნე­ბი­თა და სი­მარ­თლით, რაც მო­ვის­მი­ნე სხდო­მა­ზე, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო კან­ცე­ლა­რი­ა­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბით გა­ი­მარ­თა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბა­ტონ­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ხალ­ხი უნდა იყოს აუ­ცი­ლებ­ლად ტა­ძარ­ში და რამ­დე­ნა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბა, რამ­დე­ნიც შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მო­თავ­სდე­სო. ვის უნდა მი­ე­ცეს ეს საშ­ვი და ვის არა, ასე­თი რამ იქ არ გან­სა­ზღვრუ­ლა. ზუს­ტად არ ვიცი კონ­კრე­ტუ­ლად, ვინ ანა­წი­ლებ­და ამ საშ­ვებს, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი მი­თი­თე­ბა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ ყო­ფი­ლა. მე­უ­ფე შიოს პო­ზი­ცი­აც ასე­თი იყო, რომ ხალ­ხი უნდა იყოს ტა­ძარ­ში, რად­გან პატ­რი­არ­ქის პი­როვ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, ხალ­ხთან. ჩემ­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და იმან, რომ ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რო­გორც პრე­მი­ე­რის პო­ზი­ცია, ასე­ვე სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრის. არა­ნა­ი­რი მი­თი­თე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ საშ­ვი ამას უნდა მი­ე­ცეს და ამას არა, არ ყო­ფი­ლა. გარ­კვე­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბა მქონ­და ჩემი უწ­მინ­დე­სის წი­ნა­შე, უაღ­რე­სად და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და არ და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ იმით, ვინ ანა­წი­ლებ­და საშ­ვებს", - გა­ნა­ცხა­და მამა გი­ორ­გი ზვი­ა­და­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×