რეზონანსი
24.03.2026

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა აშშ-ის ომს ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის დარღვევა უწოდა. ინფორმაციას „ბილდი“ ავრცელებს.

„ჩვენი საგარეო პოლიტიკა არ გახდება უფრო შთამბეჭდავი იმით, თუ ჩვენ ჩავიდენთ იმას, რასაც საერთაშორისო სამართლის დარღვევა ჰქვია. ეს ომი საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. ეს თითქმის ეჭვგარეშეა“, - განაცხადა შტაინმაიერმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღდგენის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც გამოცემა იუწყება, შტაინმაიერის ეს განცხადება მკვეთრად განსხვავდება გერმანიის მთავრობის პოზიციისგან, რომელიც დღემდე თავს არიდებდა ამ ომისთვის საერთაშორისო სამართლის დარღვევა ეწოდებინა.

მისი თქმით, ირანთან ომი „პოლიტიკურად ფატალური შეცდომაა“.

„ყველაზე მეტად, რაც ჩემს იმედგაცრუებას იწვევს არის ის, რომ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ეს არ იყო საჭირო ომი, თუ მის მიზანს ბირთვული იარაღის შექმნის გზაზე ირანისთვის დაბრკოლების შექმნა წარმოადგენს“, - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×