რეზონანსი
24.03.2026

დავით მათიკაშვილი გლოვის დღეებში გარკვეული ჯგუფების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს მორალის დაკარგვის გამოხატულებაა.

„ეს იყო მკაფიო გამოხატულება იმისა, თუ როგორ კარგავენ ადამიანები მორალს, როგორ იცლებიან მორალისგან და ალბათ როგორ ასრულებენ იმ დავალებას, რაც წლების განმავლობაში, უცხოეთიდან დაფინანსების შედეგად იყო მათზედ გათვალისწინებული, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ კონკრეტულ მომენტში. სხვას ვერაფერს დავარქმევ იმ სისაძაგლესა და არამზადობას, რაც ცალკეული ადამიანების მხრიდან ვიხილეთ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×