რეზონანსი
24.03.2026

ეს არის ჩვეულებრივი ცირკი, აბსურდი, საბავშვო ბაღი და ვინც გააგრძელებს ამ რიტორიკით საუბარს, ეს კონტრპროდუქტიულია მათთვის, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა სამი ქართული ტელევიზიის სანქცირების მოთხოვნაზე საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა ხვდება, რომ ეს არის მოგონილი და შეთხზული ზღაპარი.

„ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა ყველაფერს კარგად აანალიზებს და ხვდება, რომ ეს არის უბრალოდ მოგონილი და შეთხზული ზღაპარი იმისთვის, რომ უფრო მეტი სივრცე გამოუთავისუფლონ გარე აქტორებმა რადიკალური ოპოზიციის მფლობელობაში არსებულ მედია საშუალებებს", - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ერთ-ერთი ოპოზიციური მედიის ცნობით, სამი ევროპარლამენტარი ტელეკომპანია „იმედის", „რუსთავი 2"-ისა და „პოსტივის" სანქცირებას ითხოვს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×