
მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი გასულ წელს, მეუღლეს, სპორტსმენ სანდრო ნიჟარაძეს დაშორდა. მათ ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ. მსახიობი გადაცემაში „მძიმე წერტილი“ იმყოფებოდა,
სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, ერთ-ერთი საკითხი მეუღლესთან დაშორებას შეეხო:
„ძალიან რთულია დედისთვის და მამისთვის, თუნდაც მხოლოდ საკუთარ თავზე ეგოისტურად რომ ვილაპარაკოთ და არ ვილაპარაკოთ შვილებზე, თუ როგორ ღელავენ და განიცდიან მშობლების გაშორებას, ჩემთვის ასმაგად რთულია.
ბავშვები რაღაც პერიოდი ჩემთან არიან, რაღაც პერიოდი სანდროსთან, მათ რასაკვირველია დედაც უნდათ და მამაც. მეც და სანდროც ვცდილობთ, რომ ბავშვებს ეს პროცესი მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ“, - ჰყვება მსახიობი.
მისი თქმით, როდესაც მარტო რჩება ძირითად მომავალზე ფიქრობს.
„როდესაც მომავალზე ვფიქრობ, ვცდილობ ისე დავალაგო, რომ ჩემ შვილებს კარგად ჰქონდეთ ყველაფერი, რადგან ჯანსაღი, მშვიდი და ბედნიერი დედა - ბედნიერ შვილებს ნიშნავს.
სანდროზე მეტ საუბარს არ ვაპირებ, ერთს გეტყვი რომ ოფიციალურად გავეყარეთ ერთმანეთს და დავასრულეთ ყველაფერი.
ჩემი ცხოვრება განშორების შემდეგ შეიცვალა, ახლა უკეთესად ვსუნთქავ“, - ამბობს რუსკა მაყაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე