რეზონანსი
27.03.2026

სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათგან სამი არასრულწლოვანი.

დაშავებულთა ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, დანარჩენები კი კლინიკაში გადაიყვანეს -  მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებული იყვო შინაგან საქმეთა სამინისტროს წალენჯიხის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და სასწრაფოს ბრიგადა.

შსს-ს მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×