
ირკვევა, რომ ბათუმში ახლად აშენებული კორპუსების უკან სხვაზე გაფორმებული წილებით ე.წ. ქურდები დგანან. კრიმინალური პოლიციის ფაილების მიხედვით, 60 წლის ქართველი "კანონიერი ქურდი" ასლანა "ბათუმსკი" იგივე ასლანა ქობულაძე ზღვისპირა ქალაქში ახლად ააშენებული კორპუსების ბიზნესს და აკონტროლებდა თან ბიზნეს არეკეტებდა. ის პროცესებს თურქეთიდან მართავდა.
"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული პოლიციის ფაილებით ჩნდება ვარაუდი, რომ ასლან ქობულაძე, იგივე ასლან ბათუმსკი და მისი ჯგუფი აჭარაში წლების განმავლობაში ხელშეუხებელი იყო.
დეველოპერებს ისინი სამშენებლო კომპანიებში არაფორმალურად ჰყავდათ გაფორმებული და ბიზნესი "შავებს" წილსაც უგზავნიდა.
პოლიციის ფაილების გაშიფვრის შედეგად დგინდება, რომ ერთ ერთი კომპანია, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდის გარემოცვა არაფორმალურ წილებს ფლობდა კომპანია „სმარტ დეველოპმენტია“. ეს კომპანია შავი შღვის სანაპიროზე ახალ და ძვირადღირებულ საცხოვრებელ კორპუსებს აშენებს.
სამშენებლო კომპანიის ორივე დამფუძნებელი ახლა ქურდულ სამყაროსთან კავშირში და დახმარებაზეა ბრალდებული.
დოკუმენტების თანახმად და საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 51 პროცენტის მფლობელი ბიზნესმენი გოჩა ქობულაძეა, 49 პროცენტს ნიკოლაი იაკოვენკო ფლობს. იაკოვენკო რუსეთის მოქალაქეა და ერთი ერთი ვერსიით, ასლან ქობულაძის გარდა მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთში მოღვაწე კრიმინალურ ავტორიტეტებთან. ატარებს საქართველოში მათ ინტერესებს სამშენებლო ბიზნესში და წლებია მეუღლესთან ერთად აჭარაში ცხოვრობს.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ბიზნესს ამ სქემით მართავდნენ: თითო გაყიდული ბინიდან პროცენტი თურქეთში მათთან მიდიოდა. აკონტროლებდნენ სამშენებლო სამუშაოებისათვის გაწეულ ხარჯებსაც. ეს ე.წ. ფინანსური აუდიტი კი აჭარაში ასლან ქობულაძის ძმას, "დურსუნს " იგივე - დუკას ჰქონდა ჩაბარებული.
სამშენებლო ბიზნესის ტერორით ქურდულმა სამყარომ თურქეთში ჯამში მილიონზე მეტი ლარი მიიღო.
სამშენებლო ბიზნესიდან უკანონო ფული გადახდა დიდი ალბათობით კიდევ დიდხანს გააგრძელებდნენ, რომ არა დაპირისპირება. აუდიო ჩანაწერებით დგინდება, რომ რუსი კრიმინალების წარმომადგენელმა ნიკოლაი იაკოვენკომ ასლან ბატუმსკისთან , კომპანია "სმარტ დეველომპმენტის" დამფუძნებელი ძმების გაშავება დაიწყო და ფულის გაფლანგვაში დაადანაშაულა.
ტვ პირველი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე