
ბრიტანეთის თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშში საქართველო კრიტიკული შეფასებების კონტექტში მოხვდა. კომიტეტი საკუთარ მთავრობას მოუწოდებს, დააწესოს ახალი სანქციები „ქართული ოცნების" ოფიციალური პირებისა და იმ მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ, „რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ".
„ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათთვის საინტერესო აღარაა ბრიტანელები რას განაცხადებენ. ოპოზიციის შეფასებით კი, მმართველი პარტია ცდილობს შექმნას ილუზია, თითქოს ყველაფერი კარაგადაა, თუმცა, ბრიტანული სანქციები ხელისუფლებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს.
ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, ახალი პოტენციური სანქციების საფრთხეს არანაირი გავლენა არ ექნება „ოცნების" პოლიტიკაზე, თუმცა, მეორე ნაწილი სამართლებრივ შედეგებსა და სანქციების გავლენაზე საუბრობს.
„ოცნების" დეპუტატი ლევენ მაჭავარიანი ამბობს, რომ მმართველი პარტიისთვის დიდი ბრიტანეტის განცხადებებმა ინტერესი დაკარგა.
„ჩვენთვის თავიდან ბოლომდე დაკარგა ინტერესი, ბრიტანელები რას განაცხადებენ, ვინაიდან ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე არიან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე „დიფ სთეითის" გავლენების ქვეშ და სხვათა შორის, ამაზე ძალიან ბევრს საუბრობს ლიზ ტრასი, რომელიც ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახლდათ.
„რაც ბრიტანეთმა იკადრა, ერთი მხრივ, როდესაც მათმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჩვენს ხელისუფლებას დააბრალა ისეთი აბსურდული ზღაპარი, რომლისაც, ალბათ, პატარა ბავშვსაც არ სჯერა, რომ თითქოს მოსახლეობა დავწამლეთ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღით და მოწამლული არავინ არ არის; მეორე მხრივ, ბრიტანეთის თავდასხმა გვახსოვს ცოტა ხნის წინ თავისუფალ სიტყვაზე ჩვენს ქვეყანაში, როდესაც მათ დაასანქცირეს „იმედი" და „პოს ტვ" ასევე აბსურდული არგუმენტით.
„შესაბამისად, ამ ქმედებებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის აბსოლუტურად დაკარგა ინტერესი, რას განაცხადებს კონკრეტული დეპუტატი ან ბრიტანეთის პარლამენტი", - ამბობს მაჭავარიანი.
„ლელოს" წევრ გრიგოლ გეგელიას შეფასებით, სანქციები ნეგატიურად აისახება „ქართულ ოცნებაზე", რაც ბრიტანეთის მიერ „იმედისა" და „პოს ტვ-"ის დასანქცირების შემდეგ მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამაც დაადასტურა.
„ქართული ოცნება" ცდილობს საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს მას არ ადარდებს სანქციები, მაგრამ სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ყველა შემდეგი ზომა, ყველა შემდეგი განცხადება, ყველა შემდეგი წნეხი და მით უმეტეს სანქცია ახდენს ძალიან პირდაპირ გავლენას როგორც „ქართულ ოცნებაზე", ისე მის პროპაგანდისტულ საშუალებებზე. ჩვენ გვახსოვს, ბიძინა ივანიშვილიც კი გამოგვეცხადა „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოზე ბრიტანეთის მიერ „იმედის" და „პოს ტვ"-ის დასანქცირების შემდგომ პერიოდში და ჩვენ გვახსოვს, როგორ აისახა ეს ყველაფერი „ქართული ოცნების" და მისი აპოლოგეტების რიტორიკაზე, იმიტომ, რომ სანქციებს აქვს ძალიან პირდაპირი გავლენა და რაც უფრო მეტი იქნება და რაც უფრო გაიზრდება ამ სანქციების კრებითობა, მით უფრო დასუსტდება ეს რეჟიმი", - განაცხადა გეგელიამ.
სანქციების გავლენა "ოცნების" პოლიტიკაზე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სანქციებს გავლენა უკვე აქვს.
„სანქციებს უკვე აქვს გავლენა. ბოლო პერიოდმა ნათლად აჩვენა, რომ ბრიტანეთს შეუძლია სანქციების დაწესება, თანაც მნიშვნელოვანის. დასანქცირებულების რეაქციებიდან ჩანს, რომ ბრიტანული სანქციები დიდ გავლენას ახდენს. გვახსოვს, თუნდაც „იმედისა" და „პოს ტვ"-ის დასანქცირების მეორე დღესვე „ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა რომ გაიმართა, რასაც ივანიშვილიც დაესწრო და განცხადებაც გაკეთდა ამ ტელევიზიებზე.
- ნიკა ჩიტაძე: „ოცნების" წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მათთვის ეროვნული ღირსებაა მთავარი და სანქციები არ აშინებთ, მაგრამ რეალობა ცოტა სხვაა და სანქციები მას დაასუსტებს, თუმცა ყველაფერი უარყოფითად მაინც ქვეყანაზე აისახება".
„ივანიშვილი ფლობს ქონებას ბრიტანეთის კონტროლირებად კუნძულებზე. ლოდონი ფინანსური ცენტრია, სადაც წამყვარი 600 ბანკის მთავარი ოფისები მდებარეობს, თან იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულია ორი მსხვილი ქართული ბანკი, რომელზეც მოდის საქართველოში საბანკო ბრუნვის დაახლოებით 90%, ისინი იძულებლები იქნებიან, რომ სანქციების შემთხვევაში დაემორჩილონ, ეს კი პრობლემას შექმნის.
„ოცნების" წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მათთვის ეროვნული ღირსებაა მთავარი და სანქციები არ აშინებთ, მაგრამ რეალობა ცოტა სხვაა და სანქციები მას დაასუსტებს, თუმცა ყველაფერი უარყოფითად მაინც ქვეყანაზე აისახება", - განაცხადა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სანქციებს არ ექნება მმართველი პარტიის პოლიტიკაზე გავლენა, თუმცა, „შეიძლება პატარა შედეგები იყოს".
„სანქციები რეალურად არავითარ შედეგს არ გამოიღებს, მაგრამ ზოგერთები ამ გზას არ შეეშვებიან. შანტაჟის რეალური პერკეტები არ აქვთ და გადავიდნენ ასეთ ნაბიჯებზე.
„რაღაცა პატარა შედეგები შეიძლება იყოს, მაგრამ რეალური სამართლებრივი შედეგი, რომ იგრძნოს ხელისუფლებამ და გვავნოს, ასეთი არაფერი იქნება. პატარა შედეგები კი ისაა, რომ, ვთქვათ, „იმედი" და „პოს ტვ" დაასანქცირეს და ბრიტანულ ბანკზე იყო შეზღუდვა. მერე რა, სხვა ბანკები და საშუალება არაა?
- პეტრე მამრაძე: „რაღაცა პატარა შედეგები შეიძლება იყოს, მაგრამ რეალური სამართლებრივი შედეგი, რომ იგრძნოს ხელისუფლებამ და გვავნოს, ასეთი არაფერი იქნება."
„ვიცით სანქციები როგრ მუშაობს - ყვირიან, რომ აი, რუსეთის წინააღმდეგ 35-ე პაკეტს ვიღებთ და მეორეს მხრივ, თურმე ევროპული და ამერიკული 600 წამყვანი ფირმა რუსეთში მუშაობს კოლოსალური ბრუნვით.
„რეალური სანქცია იქნებოდა, მაგალითად, ევროკავშირის მხრიდან მთელ მოსახლეობაზე უვიზო რეჟიმის შეჩერება, ამას მოსახლეობა იგრძნობდა, თუმცა, ევროპის მიმართ ნეგატიურ ემოციებს გამოიწვევს.
„სამართლებრივად ხელისუფლებას ყველა მტკიცებულება და დოკუმენტი აქვს, რომ გაასაჩივროს. თუ ადრე მიჩნეული იყო, რომ სანქციები კონკრეტულ დარღვევებს უნდა ეყრდნობოდეს, ახლა ასეთი სტრატეგიაა - „გვინდა და ვასანქცირებთ", - განაცხადა მამრაძემ.