|

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა "ბენის შოუს" პოდკასტში საუბრის დროს განაცხადა, რომ ირანის ომი არის ხანმოკლე და მალე დასრულდება. როგორც ჯეი დი ვენსი აცხადებს, მათი მთავარი მიზანი ირანის, რაც შეიძლება დიდი ხნით განეიტრალებაა, ამ მიზნის მიღწევის შემდეგ ისინი ირანიდან გამოვლენ და ყველაფერი დასტაბილურდება, მათ შორის საწვავის გაზრდილი ფასიც.
"ჩვენი სამხედრო ამოცანების უდიდესი ნაწილი შესრულებულია. ვფიქრობ, საფუძვლიანია იმის მტკიცება, რომ ყველა სამხედრო მიზანს მივაღწიეთ. ჩვენ უნდა გავანეიტრალოთ ისინი ძალიან დიდი ხნით და ეს არის მთავარი ამოცანა. ფასები ნამდვილად გაიზარდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, თუმცა ის დაიწევს. ეს არის დროებითი რეაქცია იმაზე, რაც საბოლოო ჯამში, მოკლევადიანი კონფლიქტი იქნება. ჩვენ არ გვაქვს ინტერესი დავრჩეთ ირანში ერთი ან ორი წლის შემდეგ, ჩვენ საქმეს ვაგვარებთ. იქაურობას მალე დავტოვებთ და საწვავის ფასებიც პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდება," - განაცხადა ჯეი დი ვენსიმ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|