რეზონანსი
29.03.2026

კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო - რაც ჩვენ ვიხილეთ საქართველოში ამ დღეებში, ამას არ შეიძლება სხვა რამ ეწოდოს, თუ არა სამოციქულო ღვაწლის გამოვლინება,- განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომ, სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.

„დღეს ჩვენ ისევ და ისევ ვიხსენებთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, ჩვენს ძვირფას კათოლიკოს-პატრიარქს, წინამძღოლს ილია მეორეს. ისიც გახლავთ დიდი მემკვიდრე ჩვენი დიდი წინაპრების, პატრიარქების, რომლებმაც ჩვენამდე მოიტანეს მთავარი ღირებულებები, საუნჯეები, რაც უფლისგან გვაქვს ჩვენ მოცემული. ამ დღეებში ღმერთმა დაგვანახა ჩვენ მისი პიროვნების მნიშვნელობა და სიდიადე. კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო იმიტომ, რომ ის, რაც ჩვენ ვიხილეთ საქართველოში ამ დღეებში, ამას არ შეიძლება, სხვა რამ ეწოდოს, თუ არა სამოციქულო ღვაწლის გამოვლინება. უფალმა მოახდინა ეს საოცრება, სასწაული მისი ხელით. აღძრა მთელი საქართველო, მთელი საქართველოს გულები - ჩვენი ყველასი მისთვის მადლობის სათქმელად და მწუხარების გამოსახატავად",- აღნიშნა მეუფე შიომ.

დღეს სამების საპატრიარქო ტაძარში საკვირაო წირვა მეუფე შიომ აღასრულა, რის შემდეგაც ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×