რეზონანსი
29.03.2026

ქართველიშვილი ბოკერიაზე: გაუგებარია, როგორ გადაურჩა მანიაკალური რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი პასუხისმგებლობას - მისგან ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება სახელმწიფოებრიობის ეჭვის ქვეშ დაყენებაში, უკვე ცინიზმიც აღარ არის

გავა დრო და ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, რეზო ლაღიძის საქართველოში დაიბადება გიგა ბოკერია - მენგელეს, გრეზეს და გიოტეს იდეური შთამომავალი. მხოლოდ ერთი სისხლიანი ეპიზოდის გახსენებაც საკმარისია, რომლის ერთ-ერთ სცენარის ავტორად გიგა ბოკერია გვევლინება - მოდელირებული ე.წ. "ციხის ბუნტის" დამხობა, 2006 წლის 27 მარტის იმ "ციხის ბუნტისა", რომელსაც გუშინწინ 20 წელიწადი შეუსრულდა, - წერს დავით ქართველიშვილი. „ხალხის ძალის“ წევრი ასე ბიძინა ივანიშვილის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, გაუგებარია, როგორ გადაურჩა მანიაკალური რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი - ერისა და მართლმსაჯულების წინაშე პასუხისმგებლობას.

„ბახის, ბეთჰოვენის, ვაგნერის, დიურერის, რიხტერის გერმანიაში დაიბადნენ სისხლისმსმელი ჯალათები: იოზეფ მენგელე, ირმა გრეზე და ამონ გიოტე - რომლებიც მანიაკალურ სიამოვნებას იღებდნენ ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში უმწეო პატიმრებზე სადისტური ექსპერიმენტებით.

გავა დრო და ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, რეზო ლაღიძის საქართველოში დაიბადება გიგა ბოკერია - მენგელეს, გრეზეს და გიოტეს იდეური შთამომავალი. მხოლოდ ერთი სისხლიანი ეპიზოდის გახსენებაც საკმარისია, რომლის ერთ-ერთ სცენარის ავტორად გიგა ბოკერია გვევლინება - მოდელირებული ე.წ. "ციხის ბუნტის" დამხობა, 2006 წლის 27 მარტის იმ "ციხის ბუნტისა", რომელსაც გუშინწინ 20 წელიწადი შეუსრულდა.

მაშინ უბრალოდ "ვიღაცის" ავადმყოფურ თავში დაიბადა ამ სისხლიანი დრამის გათამაშების სცენარი - რა დროსაც ნაცების საკონცენტრაციო ბანაკის უდანაშაულო და უმწეო ბინადრები დახოცეს, დაჭრეს და დაასახიჩრეს. ჩემთვის დღემდე გაუგებარია, როგორ და რანაირად გადაურჩა მანიაკალური რეჟიმის ეს ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი - ერისა და მართლმსაჯულების წინაშე პასუხისმგებლობას. მაგრამ - სისხლიანი "ციხის ბუნტის" მეოცე წლისთავზე, მისი ერთ-ერთი მონაწილის პირიდან ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ეჭვის ქვეშ დაყენებაში, ეს უკვე ცინიზმიც კი აღარ არის...“ - წერს ქართველიშვილი.

გიგა ბოკერიამ, „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×