რეზონანსი
29.03.2026

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი.“

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილია ის ადამიანი, რომელმაც უთანასწორო ბრძოლაში შეინარჩუნა და განამტკიცა ქვეყნის დამოუკიდებლობა და მის მოსახლეობას სიამაყის და ღირსების გრძნობა დაუბრუნა.

„რა თქმა უნდა თქვენთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობა გამოიხატება ნგრევაში, საკუთარი მოსახლეობის ტერორსა და პირად გამდიდრებაში. თქვენთვის მიუღებელია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გამოჩნდა მაშინ, როცა თავი ქუდში გეგონათ და დაგინგრიათ საამური ცხოვრება, რა თქმა უნდა გძულთ და ყველაფერს დააბრალებთ. მე კი გეტყვით, რომ ზუსტად ბიძინა ივანიშვილია ის კაცი, რომელმაც უთანასწორო ბრძოლაში შეინარჩუნა და განამტკიცა ქვეყნის დამოუკიდებლობა და მის მოსახლეობას სიამაყის და ღირსების გრძნობა დაუბრუნა.“ - წერს ფოჩხუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×