
დავით მათიკაშვილი რადიკალების მხრიდან ეკლესიაზე, საპატრიარქოსა და ტახტის მოსაყდრეზე შეტევის მიზეზებზე საუბრობს. საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ რადიკალებისთვის საზოგადოების ერთობა მიუღებელია.
„თავი ვერ შეიკავეს იმ შეურაცხყოფისგან, რაც მოედინებოდა მათგან როგორც საქართველოს ეკლესიის, ასევე პირადად გარდაცვლილი პატრიარქისა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მიმართ და მთელი ეს მოცემულობა ერთ რამეზე მეტყველებს - ქართული საზოგადოების ერთობა არის [მათთვის] მიუღებელი.
ის ადამიანი, რომელიც პატრიარქმა თავის დროზე აირჩია, როგორც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, ასევე მიუღებელია [მათთვის], რადგანაც არის მოლოდინი მათი მხრიდან, რომ მეუფე შიო სწორედ ამ ხაზს გააგრძელებს საპატრიარქოში - ქვეყნის გაერთიანების, ეროვნული ღირებულებების პატივისცემის, სულიერების ამაღლების. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება იმ მიზნებსა და ამოცანებს, რაც აქვთ რადიკალებს და მათ დამფინანსებლებს ქვეყნის ფარგლებს გარედან", - აცხადებს მათიკაშვილი.